error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/0281e4eea8586db36202d95d73e87d74.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
მკვლევარებმა უდიდესი კუს ბაკანი აღმოაჩინეს
მკვლევარებმა უდიდესი კუს ბაკანი აღმოაჩინეს
სამხრეთ ამერიკაში აღმოაჩინეს უძველესი კუს ბაკანი, რომელიც უზარმაზარი ზომისაა. ამის შესახებ ინფორმაციას ციურიხის უნივერსიტეტის პორტალი აქვეყნებს. მეცნიერების მონაცემებით, უდიდესი ბაკანი დაახლოებით სამი მეტრის სიგრძის აღმოჩნდა. ისინი მიიჩნევენ, რომ ცხოველი დაახლოებით 1145 კგ-ს იწონიდა. ეს ორჯერ მეტია დღეს დედამიწაზე არსებულ ყველა სახეობის კუზე. საინტერესოა, რომ ამ და კიდევ რამდენიმე ბაკანზე აღინიშნება "რქები"- ბასრი წანაზარდები. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მამრის ბაკანი თავდაცვისთვის შეიარაღებული იყო რქებით.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ სახეობას Stupendemys geographicus-ს უწოდებენ და პირველად ის 1970 წელს აღმოაჩინეს. კუს ეს სახეობა, დაახლოებით
10 მილიონი წლის წინ,  თანამდროვე ლათინურ ამერიკაში, ჭაობებში ბინადრობდა.

Zooclub

უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში შთამბეჭდავი
ზომებით გამოირჩეოდა ბევრი სხვა ცხოველი, მაგალითად, ვირთხა, კაიმანი, ალიგატორი და ა.შ. გარდა ამისა, უძველეს რეპტილიებზე კვლევამ აჩვენა, რომ ამაზონის შემოგარენში დღესაც ბინადრობს Stupendemys geographicus-ის უახლოესი მონათესავე სახეობა.

წყარო: livescience.com
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?