ავსტრალიელმა ჯარისკაცებმა თავიანთი შვებულება კოალების მოვლას დაუთმეს
ავსტრალიელმა ჯარისკაცებმა თავიანთი შვებულება კოალების მოვლას დაუთმეს
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიაში ტყის ხანძრები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მისი გავრცელების არეალი მნიშვნელოვნად შემცირდა.

სახელმწიფოს პრემიერ მინისტრმა, სკოტ მორისონმა, ადამიანების ევაკუაციაში დასახმარებლად და ცეცხლის ჩასაქრობად, 3 000 სამხედრო აღმოსავლეთ ავსტრალიაში გაგზავნა. ისევე როგორც მაშველები, ჯარისკაცებიც დღეების განმავლობაში შეუსვენებლად შრომობდნენ.

საოცარია, თუმცა, სამხედროების უმეტესობამ კუთვნილი შვებულება არ გამოიყენა, მიზეზი დაზარალებული ცხოველების დახმარება იყო.

მე-16 ოლქის ჯარისკაცების ფოტო, რომლებსაც ხელში კოალები უჭირავთ, ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა.

Zooclub

ჯარისკაცების უმეტესობამ უარი თქვა დამსახურებულ შვებულებაზე, რათა კლილენდის ნაკრძალში გადარჩენილ კოალებზე ეზრუნათ.

მათ ცხოველებისთვის ახალი გალიები გააკეთეს.

სამხედროები ეხმარებიან ვეტერინარებსა და მოხალისეებს ცხოველების მოვლაში.


Zooclub

"კოალა საოცრად საინტერესო ცხოველია. ისევე როგორც ავსტრალიის სხვა
ბინადარ ძუძუმწოვრებს, მათაც აქვთ ჩანთა, რითაც პატარა ნაშიერებს ატარებენ, სანამ ეს არსებები არ შეეჩვევიან დამოუკიდებლად გადაადგილებას. დიდი სურვილი მაქვს, რომ  მსოფლიოდან ყველა ადამიანი ესტუმროს ავსტრალიას და ეს საოცარი ცხოველები იხილოს", - ამბობს კაპიტანი გარნეტ ჰოლი.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

ავსტრალიის მიწებზე ბუნება ნელი ტემპით კვლავ ცოცხლდება

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?