კოალების პოპულაციისა და ტყეების აღდგენისთვის ავსტრალიის ხელისუფლებამ 35 მილიონი დოლარი გამოყო
კოალების პოპულაციისა და ტყეების აღდგენისთვის ავსტრალიის ხელისუფლებამ 35 მილიონი დოლარი გამოყო
ავსტრალიის ხელისუფლება დამწვარი ტყეების აღსაღდგენად და კოალების დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35 მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გარემოს დაცვის მინისტრი სიუზან ლეი.

"დღეს განვაცხადე 50 მილიონი ავსტრალიური დოლარის (34,8 ამერიკული დოლარი) გამოყოფასთან დაკავშირებით, რომელიც მოხმარდება ტყეების აღდგენასა და ცხოველების პოპულაციას. ასევე, თანხის ნაწილი გადაირიცხება საზოგადოებრივ ორგანიზაციებში და ეკოლოგიის განხრით მეცნიერული კვლევებისთვის", - წერს ავსტრალიის გარემოს დაცვის მინისტრი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

ლეი განმარტავს, რომ თანხის ნახევარი ცხოველების პოპულაციას მოხმარდება, მათ შორის - კოალების. მინისტრი მწუხარებით აღნიშნავს, რომ ამ ჩანთოსნების რაოდენობა იმდენად კრიტიკულ
ზღვარზეა, რომ შესაძლოა, ისინი გადაშენების პირას აღმოჩნდნენ. ამასთანავე, მისივე თქმით, ავსტრალიის ხელისუფლებამ "დღემდე არ იცის
ზარალის მასშტაბები".

ავსტრალიის ტყეებში გაჩენილმა ხანძარმა 5 მილიონი ჰექტარი მოიცვა. სტიქიურმა უბედურებამ 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო, ბოლო მონაცემებით, ერთი მილიარდი ცხოველი განადგურდა.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?