ავსტრალიაში ხანძრების ლოკალიზაცია კვლავ ვერ ხერხდება
ავსტრალიაში ხანძრების ლოკალიზაცია კვლავ ვერ ხერხდება
მიუხედავად მცირე წვიმისა, ავსტრალიაში ხანძრების ლოკალიზაცია კვლავ ვერ ხერხდება. ახალი სამხრეთ ველსის შტატს მოსახლეობა ტოვებს. წუხანდელი ღამის მაღალმა ტემპერატურამ და ქარმა ცეცხლის ახალ ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხე შექმნა.

კანბერაში, დაკვამლიანების საგანგაშო ნიშნულის გამო, დახურულია ფედერალური მთავრობის დეპარტამენტის ქალაქის ოფისი, რომელიც საგანგებო მდგომარეობების მართვას უზრუნველყოფს.

ახალი სამხრეთ ველსის ტრანპორტის მინისტრის, ენდრიუ კონსტანსის თქმით, არსებული ვითარება "ატომური ბომბით" გამოწვეულ მდგომარეობას ჰგავს.

გუშინ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორინსონმა განაცხადა, რომ ყველაზე რთული პერიოდი იანვარსა და თებერვალში იქნება.

"კრიზისი არ დასრულებულა. კიდევ თვეები გაგრძელდება", - განაცხადა მორისონმა.

შეგახსენებთ, სექტემბრიდან მოყოლებული, ხანძრებმა ავსტრალიაში 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაახლოებით 30 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სიდნეის
უნივერსიტეტის ექსპერტის თქმით, ხანძრებს ნახევარი მილიარდი ცხოველი და ფრინველი შეეწირა.

წყარო: interpressnews.ge
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?