რუსეთში, ცირკის ცხოველებს "პენსია" დაენიშნებათ
რუსეთში, ცირკის ცხოველებს "პენსია" დაენიშნებათ
რუსეთში ცირკის ცხოველებს, "პენსიაზე" გასვლის შემდეგ, ყველა საჭირო პირობით უზრუნველყოფენ. კანონი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის დუმის დეპუტატი, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებში - ვლადიმერ ბურმატოვი. 

"ის ცხოველები, რომლებიც მონაწილეობენ ღონისძიებებში,  მთელი ცხოვრების განმავლობაში უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ შესაბამისი პირობებით. ეს ე.წ. პენსიაა ცირკის ცხოველებისთვის", - პარლამენტარის ციტირებას ახდენს სააგენტო "მოსკოვი".

გარდა ამისა, რუსეთის დუმის დადგენილებით, იკრძალება ცირკის ცხოველებისთვის ენერგიის მოსამატებელი წამლების მიღება.  ეს ცვლილებები არსებულ კანონში მომდევნო წლის 1 იანვრიდან გააქტიურდება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?