მამაცი ძაღლი ავსტრალიის ცეცხლმოკიდებულ ტყეში კოალების გადარჩენაზე ზრუნავს
მამაცი ძაღლი ავსტრალიის ცეცხლმოკიდებულ ტყეში კოალების გადარჩენაზე ზრუნავს
ბორდერ კოლის ჯიშის ძაღლი, სახელად ბეარი, ავსტრალიის ტყეებში ხანძრისგან დაშავებული კოალების გადარჩენაზე ზრუნავს. დღევანდელი მონაცემებით, ის ერთადერთი ძაღლია, რომელიც კოალებს ყნოსვით პოულობს.

გაწვრთნილ ძაღლს ცეცხლისგან დამცავი წინდები აცვია და ის პატრულირებს ახალი სამხრეთ უელსისა და კუინზლენდის ტყეებში, რათა დაშავებული ცხოველები სამშვიდობოს გამოიყვანოს.

Zooclub

ბეარს მძიმე წარსული აქვს: ის ოდესღაც პატრონებმა ობსესიურ-კომპულსური აშლილობის გამო მიატოვეს. ამასთანავე, ძაღლს თამაში არ უყვარდა. შემდეგ ის შეიფარა სანშაი-ქოსთის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, რომელმაც ოთხფეხა ბინადარს კოალების აღმოჩენა ასწავლა. ამჟამად ბეარს, მეხანძრეებთან ერთად, მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება უწევს.

Zooclub

"კოალების გადარჩენა ჩვენი მნიშვნელოვანი
ამოცანაა. ხანძრის დროს დაშავებული გარეული ცხოველები რეაბილიტაციის ცენტრებში გადაგვყავს, სადაც მათ ვმკურნალობთ, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი
ხანგრძლივია", - ამბობს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდის თანამშრომელი ჯოზი შარადი.

Zooclub

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ტყის ხანძრისას ბევრი კოალა მოკვდებოდა, რომ არა თანამედროვე მეთოდების გამოყენება. "მათ გასაქცევი არსად ჰქონდათ, რადგან გარშემო ხანძარი მძვინვარებდა. ბეარის დამსახურებით, მეხანძრეებმა უკვე ბევრი კოალა გადაარჩინეს", - ამბობს სახანძრო სამსახურის თანამშრომელი.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

ქალმა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, რათა დამწვარი კოალა ცეცხლმოკიდებული ტყიდან გამოეყვანა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?