ავსტრალიაში გაჩენილმა ხანძარმა ასობით კოალას სიცოცხლე შეიწირა
ავსტრალიაში გაჩენილმა ხანძარმა ასობით კოალას სიცოცხლე შეიწირა
ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძარს სექტემბრიდან ებრძვის. ამჟამინდელი მონაცემებით, დამწვარია  მილიონზე მეტი ჰექტარი. ადგილობრივი ხელისუფლება, "კატასტროფული მასშტაბების" საშიშროებასთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.

"ეს ნამდვილი უბედურებაა, რომელიც ამ შტატს აქამდე არ უნახავს", - აცხადებს ახალი სამხრეთ უელსის შტატის საგანგებო სიტუაციების მინისტრი დევიდ ელიოტი.

Zooclub

კვინსლენდში და ახალი სამხრეთ უელსის შტატში ცეცხლის 150 დიდი კერა დაფიქსირდა. ხანძარი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ბუნებას, არამედ ადამიანებს: დღევანდელი მონაცემებით, დაიღუპა 4 ადამიანი, ცამეტმა მაშველმა სერიოზული ტრავმა მიიღო, ხოლო 200 სახლი სრულიად დაიწვა.

გარდა ამისა, სერიოზულად დაშავდნენ
ტყის ბინადრები, რომლებმაც სწრაფად გავრცელებულ ხანძარს თავი ვერ დააღწიეს. მათ შორის არიან ავსტრალიის ენდემური სახეობები.
დაიღუპა 350 კოალა, რომელთა დამწვარ სხეულებს მაშველები ტყეებში პოულობენ.

Zooclub

სიდნეი და მის სიახლოვეს მდებარე ქალაქები კვამლში გაეხვა. ორი მილიონი ადამიანი ევაკუაციისთვის ემზადება. სპეციალისტები არასაიმედო პროგნოზებს აკეთებენ. სამაშველო სამსახური მაქსიმალურად ცდილობს ხანძრის ლიკვიდაციას, თუმცა, მდგომარეობას 30 გრადუსი სიცხე და ქარი ართულებს. 

წყარო: bloomberg.com
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?