შსს-ს ინფორმაციით, კინოლოგიური პროექტის მიზანია ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, რაც საქართველოს შსს-ს განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადენს.
პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს. ორივე უწყებისთვის შეძენილია 5 სამომსახურეო ძაღლი. ოპერატიული დანაყოფის წევრებმა,
ამ ეტაპზე სამომსახურეო ძაღლები, დანაყოფის წევრებთან ერთად, ყოველდღიურად გადიან მომზადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ბაზაზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ოპერატიული დანაყოფი ნარკოტიკების აღმოჩენის საკითხებზე პერიოდულად სხვადასხვა გამტარ პუნქტში იმუშავებს.
იხილეთ ვიდეო