არქტიკაში აღმოაჩინეს მამონტის ნაწილები, რომლებიც მათი სახეობის აღდგენის (კლონირების) საშუალებას იძლევა
არქტიკაში აღმოაჩინეს მამონტის ნაწილები, რომლებიც მათი სახეობის აღდგენის (კლონირების) საშუალებას იძლევა
მამონტების ჩონჩხის ექვსი ნაწილი და ცხოველის კარგად შენახული ტყავი იქნა ნაპოვნი "ჩრდილოეთ ოიკუმენის" ექსპედიციის მონაწილეების მიერ ლიახოვსკის კუნძულებზე, რომლებიც ნოვოსიბირსკის არქიპელაგის სამხრეთით მდებარეობს.

ყოველი აღმოჩენილი ნივთი იაკუტსკის ლაბორატორიაში (რესპუბლიკა სახას დედაქალაქში/იაკუტია) გულდასმით შეისწავლეს რუსმა და ჩინელმა სპეციალისტებმა.
ექსპედიციის ხელმძღვანელის, სიმონ გრიგორიევის თქმით, ცხოველის კანი ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს პროექტ "მამონტის აღორძინების" გამო. ჩინელი მეცნიერების აზრით, სწორედ ტყავია საუკეთესო მასალა მამონტის კლონირებისთვის.

ექსპედიციის მსვლელობისას ასევე აღმოჩენილ იქნა ჯუჯა მამონტის ეშვი. ადრე მსგავსი სახეობა აღმოჩენილი იყო კალიფორნიის შტატის (აშშ) ტერიტორიაზე და ვრანგელის
კუნძულზე (რუსეთი). პალეონტოლოგ პავლე ნიკოლსკის სიტყვებით, მან პირველად ნახა ასეთი პატარა მამონტის ეშვი. მეცნიერებმა ჯერ
კიდევ უნდა გაარკვიონ ეს ცხოველი მიკროპოპულაციის წარმომადგენელი იყო, თუ მისი ზომა ინდივიდუალური ხასიათისაა.

ექსპედიციაში "ჩრდილოეთ ოიკუმენი" 5 ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ის 11 აგვიტოდან 29 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა.
სამუშაო ძირითადად კუნძულ დიდ ლიახოვსკიზე მიმდინარეობდა, რადგან ითვლება, რომ იქ მამონტების ნაწილების მსოფლიოში ყველაზე დიდი კონცენტრაციაა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს კუნძულ პატარა ლიახოვსკიზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ძუ მამონტის სხეული იპოვეს, რომელიც ყინულში იყო კონსერვირებული. მეცნიერებმა მუზეუმიდან შეძლეს მამონტის ბიოგრაფიის აღდგენა.

მამონტი ვაუ
ბაბუ
მამონტის ტყავი აღმოაჩინეს ეხლა - რომელიც ვარგისია კლონირებისთვის. რა არაა გასაგები?
fxiiiiiffxxxiiii
ეგ 1986 წელს აღმოაჩინეს და ახლა წერთ?კლონირება ახალი შემოსული იყო და უკეთდებოდა ცხოველებს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?