იაპონიაში ვეშაპის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
იაპონიაში ვეშაპის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
იაპონელმა ბიოლოგებმა საზოგადოებას ახალი აღმოჩენის შესახებ აცნობეს, - წერს გამოცემა "Scientific Reports"-ი. ვეშაპის ახალი სახეობა ჰოკაიდოს კუნძულებთან იპოვეს. ის ადგილობრივმა მეთევზეებმა დაიჭირეს.

წყლის ცხოველი ძალიან ჰგავს ჩრდილოურ  მოცურალას  (Berardius bairdii), რომელიც კბილიანთა გვარს მიეკუთვნება, მაგრამ ახალი სახეობა მოცურალზე ბევრად პატარა ზომისაა. ზრდასრული ინდივიდის სიგრძე  6,9 მეტრამდე აღწევს, ხოლო ჩვეულებრივი მოცურალისა 10 მეტრს. გარდა ამისა, აღმოჩენილ ჯიშს შავი შეფერილობა აქვს იმ დროს, როცა გაცილებით დიდი სახეობა ნაცრისფერია. ორივე ჯიშის წარმომადგენლებს გრძელი და წვრილი ნისკარტი აქვთ, ისევე როგორც დელფინს.  საინტერესოა, რომ ყველა ახალი
სახეობა, რომელიც ამ დრომდე დაუჭერიათ,  მამრია, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გამოიყურება მდედრი.

Zooclub

ამ დრომდე,
ბიოლოგებისთვის მხოლოდ მოცურალას ორი სახეობა იყო ცნობილი (ჩრდილოური მოცურალა და სამხრეთული მოცურალა).  გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ამ შემთხვევაში, ახალი სახეობა არცერთს მიეკუთვნება და  ეს სრულიად ახალი ჯიშია. სპეციალისტებმა მას Berardius minimus-ი - პატარა მოცურალა დაარქვეს.

წყარო: Scientific Reports
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?