თბილისში ბეჰემოთ "ბეგის" ქანდაკება 2020 წლის 13 ივნისს განთავსდება
თბილისში ბეჰემოთ "ბეგის" ქანდაკება 2020 წლის 13 ივნისს განთავსდება
თბილისის მერიამ საზოგადოებას ბეჰემოთ "ბეგის" ქანდაკების ესკიზები წარუდგინა. ესკიზების გამოფენას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.

როგორც ხუნწარიამ ჟურნალისტებს განაცხადა, ბეჰემოთის ქანდაკების ესკიზის კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით.

"საკონკურსო განაცხადების მიღება 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ ხნის განმავლობაში 14 პროექტი შემოვიდა. ორშაბათამდე არის ვადა იმისთვის, რომ ჟიურიმ კონკრეტული შეფასება გააკეთოს და ორშაბათს გამარჯვებული ნამუშევარი გამოვლინდება. კონკურსში გამარჯვებულ ავტორს შეარჩევს თბილისის მერიის მიერ შექმნილი 12-წევრიანი
საკონკურსო კომისია, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიან. სად განთავსდება ნამუშევარი კონკრეტული ლოკაცია შერჩეული არ არის,
თუმცა, ვფიქრობთ, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დავდგათ. "ბეგის" ქანდაკება თბილისში შემდეგ 13 ივნისს განთავსდება, რომელიც 13 ივნისის მთავარი ფიგურა გახდა",- განაცხადა ხუნწარიამ.

წყარო: interpressnews.ge


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?