"თუ გავშეშდებით, ქანდაკება ვეგონებით" - ორი ენოტის სასაცილო რეაქცია, როდესაც ისინი ბაღში გამოიჭირეს (სახალისო ვიდეო)
რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში უჩვეულო ვიდეო გავრცელდა: მამაკაცმა თავის ეზოში შეპარული ორი ენოტი აღმოაჩინა. იმის მაგივრად, რომ ცხოველები გაქცეულიყვნენ, მათ გადაწყვიტეს ადგილზე დარჩენა და ქანდაკებების როლის მორგება. სასაცილო ენოტები თითქოს ფიქრობდნენ, რომ სახლის პატრონი მათ ვერ შეამჩნევდა და უხერხულ სიტუაციას თავს დააღწევდნენ.

ვიდეოს ავტორის თქმით, ისინი იმდენად სასაცილოდ გამოიყურებოდნენ, რომ მათი გაგდება ვერ შეძლო და ენოტებს ბაღში დარჩენის ნება მისცა, თუმცა, მომდევო დილას ცხოველების კვალი არსად ჩანდა.

რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში ვიდეოს ათასობით ნახვა და კომენტარი მოჰყვა. ინტერნეტ მომხმარებლები სასაცილო
ცხოველებს სხვა
დასხვა ანიმაციური თუ მხატვრული ფილმის გმირებს ადარებდნენ. 

ასევე იხილეთ:

დათვი შეიპარა საცხოვრებელ ეზოში, მოკალათდა "ჯაკუზში" და კოქტეილიც მიირთვა

ბინაში შეპარულ დათვს კარადაში ჩაეძინა

წვეულებაზე მისული თუთიყუში მუსიკის რიტმს აჰყვა და ახალგაზრდებთან ერთად იცეკვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?