ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თავიანთი შინაური ცხოველები ცოფის ვირუსზე აცრან
ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თავიანთი შინაური ცხოველები ცოფის ვირუსზე აცრან
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა მიუსაფარი შინაური ცხოველების რევაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, სეზონიდან გამომდინარე ცოფის გამოვლინების შემთხვევები სტატისტიკურად მატულობს ხოლმე, სწორედ ამიტომ აღნიშნული რისკების თავიდან ასაცილებლად ცხოველთა რევაქცინაცია მაისის თვიდან დაიწყო.

"ჩვენი სააგენტო მიუსაფარი ცხოველების რევაქცინაციას ახორციელებს და ასევე მოვუწოდებთ ყველა შინაური ცხოველის მეპატრონეს, რომ ცოფის ვირუსის თავიდან ასაცილებლად, როგორც ცხოველებთან, ისე ადამიანებთან მიმართებაში აუცილებლად იზრუნონ თავიანთი შინაური ცხოველების რევაქცინაციაზე, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი შემთხვევები და რისკები," -
აღნიშნა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა.

მისივე განცხადებით, წელს ცოფის ვირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.

წყარო:
interpressnews.ge
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?