ბევრისთვის საყვარელი კატა Grumpy cat-ი 7 წლის ასაკში მოკვდა
ბევრისთვის საყვარელი კატა Grumpy cat-ი 7 წლის ასაკში მოკვდა
კატამ, რომელიც სოცილურ ქსელებში Grumpy cat-ის სახელით იყო ცნობილი, პოპულარობა 2012 წლიდან მოიპოვა, როდესაც მისი ფოტო პირველად Reddit-ის პორტალზე გამოჩნდა.

"ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პატრონმა დაწერა, რომ ოჯახის საყვარელი ბინადარი, სამშაბათს, შარდის ბუშტის ინფექციით მოკვდა. მიუხედავად ოჯახის წევრებისა და ვეტერინარების დიდი მცდელობისა, ფუმფულა ბინადარმა დაავადება ვერ დაძლია",- წერს გამოცემა "Metro".

"ვერ წარმოიდგენთ, თუ როგორ განვიცდით ჩვენი საყვარელი ბინადრის Grumpy cat-ის სიკვდილს. ის თავისი "დედის", ტაბატას ხელებში მოკვდა", - წერია ინსტაგრამის გვერდზე.

სნოუ-შოუს ჯიშის კატის ნამდვილი სახელი "სოუს ტარ
დარი" იყო.

"ის ჩვენი შვილი და ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი იყო. მისი ფოტოები მილიონობით ადამიანს დადებითად განაწყობდა, უმძიმეს პერიოდშიც კი", - წერს
სოციალურ ქსელში კატის პატრონი.

სოუს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე 2,4 მილიონი ხელმომწერი ჰყავდა.

იხილეთ "ბრაზიანი კატის" ისტორია: 

ოფიციანტობიდან - მილიონერობამდე! დადო თუ არა თავისი კატის ფოტო ინტერნეტში, მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?