შინაური ცხოველების პირველი ქართული სასაფლაო თბილისში (+ვიდეო)
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მეტრში ველის სასაფლაოა. უკვე 2 წელზე მეტია, ამ ადგილას შინაურ ცხოველებს კრძალავენ.

დაარსებიდან თვენახევარში, 2 წლის წინ პირველი დაკრძალვა შედგა. ახალ სასაფლაოზე 71 ახალი სამარხია. სამახსოვრო ძვირფას ქვებზე დატანილი ეპიტაფიებიდან ვკითხულობთ, რომ აქ ძაღლები და კატები განისვენებენ.

ცხოველთა სასაფლაო სიახლე ქართულ რეალობაშია, დასავლეთში კი უკვე მოძველებული კულტურაა.

საყვარელ ოთხფეხა მეგობრებს სიკვდილის შემდეგაც არ ივიწყებენ. პატრონებს ქონდათ სურვილი, რომ ზუსტად სცოდნოდათ, სად დაიდო სამუდამო ბინა მოშინაურებულმა ცხოველმა. იყო მოთხოვნა და თბილისის მერიამ მხარი
დაუჭირა ამ იდეას. ასე
შეიქმნა საქართველოში პირველი შინაურ ცხოველთა სასაფლაო.

2016 წლის ოქტომბერში შევიდა ცვლილება შპს „ჰერმესის“ საქმიანობის მიმართულებებში და დაემატა მიმართულება შინაური ცხოველების დაკრძალვასთან დაკავშირებით.
პირველი შინაური ცხოველის ლეში პუდელის ჯიშის ძუ ჯესი იყო. 2016 წლის დეკემბრიდან ამ დრომდე ადამიანთა ასამდე ოთხფეხა მეგობარია დასაფლავებული.
დაახლოებით სიხშირე არის 2–3 თის განმავლობაში და საერთო ჯამში, დასაწყისიდან დღემდე 71 დაიკძალა. მათ შორის 4 კატა და დანარჩენი ძაღლები.

დაკრძალვა ხდება დაახლოებით 60 სმ სიღმრეზე და შემდეგ მყარად იფარება ნიადაგი.
ჩვენს ქვეყანაში გარდაცვალება აუცილებელ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამ მხრივ, არც ცხოველები ჩამორჩებიან ადამიანებს.

დაკრძალვის მომსახურების ტარიფები განისაზღვრება წონითი კატეგორიების მიხედვით. არის 3 წონითი კატეგორია განსაზღვრული: 60კგ–მდე 50ლ , 60 კილოგრამიდან 150 კილოგრამამდე 80 ლარი, 150 კილოგრამიდან 300 კილომდე 230 ლარი.

ამ პროცესში არის ასევე ტრანსპორტისა და სანიტრის მომსახურება.
ტრანსპორტირება ქალაქის მასშტაბით ღირს 50 ლარი, ხოლო სანიტრის მომსახურება ღირს 15 ლარი. სანიტრის მომსახურება გულისხმობს მის შეფუთვას ისე, რომ გარემოსთვის საზიანო არ იყოს.

„შენ შექმენი ცხოვრების საუკეთესო მომენტები. შენ გვასწავლე უპირობო, ჭეშმარიტი სიყვარული. ჩვენ ყოველდღიურად უფრო გვიყვარდები, ვიდრე გუშინ. ჩვენი ცხოვრების სინათლე“, – ამ გამოსათხოვარი ეპიტაფიით ემშვიდობება პატრონი თავის ჰასკის ჯიშის 11 წლის ძაღლს, სახელად კარმენს.

ამჯერად დაკრძალული ცხოველებიდან უმეტესი უცხოელების საკუთრებაა და მათ იმ პირობით შეუსრულეს ეს თხოვნა, რომ რამდენიმე ხანში საკუთარ ცხოველებს გადაასვენებდნენ საზღვარგარეთ.

არის შემთხვევები, როდესაც დასაფლავებას ოჯახის სრული შემადგენლობა ესწრება. ბოლო რიტუალი ა.წ. 25 იანვარს შედგა.


მომსახურებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შპს "ჰერმესს" –ოცემულ კოორდინატებზე



თორნიკე ყაჯრიშვილი


იხილეთ ასევე:

თბილისში შინაური ცხოველების სასაფლაო მოეწყობა

პარლამენტში განსახილველად ცხოველების პატრონებთან ერთად დაკრძალვის კანონპროექტი შევიდა
ანა
უცხოელების მკვდარი ძაღლები და კატები დააფასეს, ჩვენებს ცოცხლებსაც სასტიკად ექცევიან.
manana
კარგი იდეაა,კახი კალაძე ნამდვილად კარგი მერია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?