პარლამენტში განსახილველად ცხოველების პატრონებთან ერთად დაკრძალვის კანონპროექტი შევიდა
პარლამენტში განსახილველად ცხოველების პატრონებთან ერთად დაკრძალვის კანონპროექტი შევიდა
ბელგიის პარლამენტი განიხილავს კანონს, რომელიც შინაური ცხოველების ფერფლის პატრონთან ერთად დამარხვას გახდის შესაძლებელს.

პროექტი განსახილველად ფლამანდრიულმა სოციალისტურმა პარტიამ შეიტანა. 

შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, კრემაციის შემდეგ ფერფლს კოლუმბარიუმში მოათავსებენ.

ბელგიაში ცხოველთა დამცველების ნაწილი ფიქრობს, რომ შინაური ცხოველები ოჯახის წევრები ხდებიან და ამიტომ არ არის საჭირო სიკვდილის შემდეგ მათი პატრონებთან დაცილება.

ევროპის ქვეყნებში ცხოველების დამარხვა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ სასაფლაოებზე. ამასთან, დამარხვაში პატრონს უწევს 100-დან 600 ევრომდე გადახდა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?