ფონიჭალაში ცხოველისადმი სისასტიკის მორიგი ფაქტი მოხდა
ფონიჭალაში ცხოველისადმი სისასტიკის მორიგი ფაქტი მოხდა
ფონიჭალაში ცხოველისადმი სისასტიკის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვახტანგ ლომჯარიამ თავის ფეისბუქ გვერდზე შემდეგი ინფორმაცია გამოაქვეყნა:

"დღეს დაახლოებით 18:10-ზე ქვემო ფონიჭალაში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს ღია ფერის მეტისს.
ცუგა გადაყვანილია ჩვენს თავშესაფარში და მალე ჩაუტარდება ოპერაცია.
ხდება თვითმხილველთა დაკითხვა და მიმდინარეობს გამოძიება.
მსხვერპლის მდგომარეობა სტაბილურია და ახლა მთავარი ფეხის შენარჩუნებაა, რაც გამომდინარე მძიმე ტრავმებიდან, ძალიან რთული იქნება."


იმედს ვიტოვებთ, რომ ექიმების ძალისხმევით ძაღლს ფეხი შეუნარჩუნდება.

შემდგომ ინფორმაციას ძაღლის ჯანმრთელობისა და გამოძიების შედეგების შესახებ ZooClub.ge აუცილებლად გაცნობებთ.
პიპა
გეთანხმებით ბატონო თეიმურაზ!
თეიმურაზ წიქორიძე
შესაბამისი მკაცრი კანონის არარსებობის გამო ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები. მარტო 2018 წლიდან უკვე რამოდენიმე ათეული ცხოველისადმი სისასტიკის ფაქტია დაფიქსირებული, ხოლო რაც არ არის დაფიქსირებული ალბათ ასეულობით იქნება. ძაღლების ძალიან დიდ რაოდენობას სხეულში აქვს ტყვიები, რისი მტკიცებულებაც გაგვაჩნია. რაიონებში კი თითქმის ვერ ნახავთ ძაღლს, რომელიც არ არის ნატყვიარევი. უპატრონო ძაღლებს სამიზნეთ იყენებენ და ამით ერთობიან. ამ დანაშაულის ჩამდენი (ეჭვმიტანილი) თუ დაკავებულია, ეს მისასალმებელია, მაგრამ მისი დაკავება ალბათ მოხდა ან გაუფორმებელი იარაღის გამო, ან ტარების უფლების არ არსებობის გამო, ან სხვა მიზეზით, თორემ ძაღლის დაჭრისათვის ან მოკვლისათვის პოლიცია არ აკავებს დამნაშავეს. სულ ცოტა ხნის წინ სასამართლომ დამნაშავეს, რომელმაც ლურსმნიანი ხელკეტით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა ძაღლი, 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა მხოლოდ, ის არც დაუკავებიათ. აუცილებელია კანონის გამკაცრება!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?