ფონიჭალაში ცხოველისადმი სისასტიკის მორიგი ფაქტი მოხდა
ფონიჭალაში ცხოველისადმი სისასტიკის მორიგი ფაქტი მოხდა
ფონიჭალაში ცხოველისადმი სისასტიკის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვახტანგ ლომჯარიამ თავის ფეისბუქ გვერდზე შემდეგი ინფორმაცია გამოაქვეყნა:

"დღეს დაახლოებით 18:10-ზე ქვემო ფონიჭალაში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს ღია ფერის მეტისს.
ცუგა გადაყვანილია ჩვენს თავშესაფარში და მალე ჩაუტარდება ოპერაცია.
ხდება თვითმხილველთა დაკითხვა და მიმდინარეობს გამოძიება.
მსხვერპლის მდგომარეობა სტაბილურია და ახლა მთავარი ფეხის შენარჩუნებაა, რაც გამომდინარე მძიმე ტრავმებიდან, ძალიან რთული იქნება."


იმედს ვიტოვებთ, რომ ექიმების ძალისხმევით ძაღლს ფეხი შეუნარჩუნდება.

შემდგომ ინფორმაციას ძაღლის ჯანმრთელობისა და გამოძიების შედეგების შესახებ ZooClub.ge აუცილებლად გაცნობებთ.
papikos -ს
ჩემი სათქმელიც ზუსტად ეს არის, თითქოს ცხოველებს სული არ ქონდეთ, თითქოს ტკივილს, სიცივეს, სიცხეს და შიმშილს არ გრძნობდნენ, ეჰ, რამდენ ლნძღვას ვიტან გარშემომყოფთაგან უპატრონო ცხოველების გამო, ღმერთმა დასაჯოს უკლებლივ ყველა, ვინც უმწეო ცხოველს სისასტიკით მოექცევა!!!!!
papikos
პაპიკო, აი შენ რომ ადამიანებიც გეკიდება ფეხებზე და ცხოველებიც ხომ ფაქტია. საერთოდ, ვინც ამ დაჭრაზე ასეთ კომენტარს გააკეთებს კი არა, ასეთი რამე მოუვა თავში რომ რა მოხდა ცხოველი დაიჭრა, ადამიანებზე გეტკინოთ გულიო – ის ვერ არის ჯანმრთლი, მაგრამ თავსაც რომ არ მიხედავს შენნაირი ეგაა. აი შენნაირები გადამდები სენივით არიან – სიბოროტე და გულცივობა გადააქვთ! ვერ ხვდები რომ ვისაც ცხოველი არ ედარდება ის არც ადამიანს დაინდობს და ადამიანი ვისაც ნამდვილად ედარდება – იმას ცხოველზეც შესტკივა გული? შენი უტვინო "სიყვარულის საზღვრები" შენთვის შეინახე!
nodari papi
ნეტავი მასსე ადამიანებზე შეგსტკიოდეთ გული
დეა
გაამკაცრეთ კანონი!
ia
ანუ მუნიციპალური პოლიციასთან თანამშრომლობს? მაშინ პოლიცია უფრო გულისხმიერად მოეკიდება ამ საქმეებს. ასეთი რამე ადრე არ ყოფილა და თუ მასეა ძალიან კარგი სიახლეა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?