"ციკლონი-ბომბა!"- მზიან ფლორიდაში იმდენად ცივა, რომ იგუანები ხიდან გაყინულები ცვივა
"ციკლონი-ბომბა!"- მზიან ფლორიდაში იმდენად  ცივა, რომ იგუანები ხიდან გაყინულები ცვივა
დედამიწაზე კლიმატის რადიკალური ცვლილება სხვადასხვა ქალაქს პრობლემებს უქმნის. წლევანდელი ზამთარი ფლორიდის (აშშ) მცხოვრებთათვის რთულად დაიწყო. ძლიერმა ციკლონმა, რომელსაც "ციკლონი-ბომბა" უწოდეს, ტემპერატურის სწრაფი ვარდნა გამოიწვია, რის შედეგადაც იგუანები იყინებიან და ხეებიდან ცვივა.

ზოგიერთ ადგილზე ტემპერატურამ - 4,4 გრადუსამდე იკლო, რამაც გამოიწვია თოვლი - პირველად სამი ათწლეულის განმავლობაში იქ, სადაც ყოველთვის მზე მეფობდა.

ამ პერიოდის განმავლობაში ადგილობრივ მცხოვრებლებს არაერთხელ უნახავთ ქუჩაში თუ საკუთარი სახლის ეზოში გაყინული იგუანა, რომელიც ხიდან მიწაზე ვარდება.

Zooclub

იმ ადამიანებს, რომლებიც გაყინულ რეპტილიებს პოულობენ, სპეციალისტები ურჩევენ არ მიუახლოვდნენ, რადგან
გათბობის შემდეგ ცხოველმა შესაძლოა, საფრთხე იგრძნოს და უეცრად უკბინოს.

"არ იფიქროთ, რომ გაყინული იგუანა მკვდარია", - ამბობს ფლორიდის ველური ბუნების ცენტრის თანამშრომელი ქრისტენ სემერსი.

Zooclub

ცივსისხლიანი არსებები ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ბინადრობენ. ისინი გაყინვას იწყებენ -5 გრადუსიდან, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Zooclub

იგუანა არ არის ერთადერთი ცხოველი, რომელიც ყინვამ დააზარალა. მაგალითად, ზღვის კუ ტემპერატურის ვარდნისას  "მკვდარ ძილს" ამჯობინებს.

სპეციალისტები გაყინულ კუებს აგროვებენ სანაპიროზე, სადაც ისინი ქაოსურად ცურავენ.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?