თქვენ ვეღარ განათავსებთ Instagram-ზე ცხოველთან ერთად გადაღებულ სელფებს ... მიზეზს სოციალური ქსელის ადმინისტრაცია განმარტავს
თქვენ ვეღარ განათავსებთ Instagram-ზე ცხოველთან ერთად გადაღებულ სელფებს ... მიზეზს სოციალური ქსელის ადმინისტრაცია განმარტავს
სოციალური ქსელი Instagram-ი ცხოველთან ერთად გადაღებულ სელფებს დაბლოკავს. აკრძალვა ფაუნის წარმომადგენელთა და ადამიანთა კეთილდღეობისთვის კეთდება, რადგან ფოტოს გადაღების სურვილით შესაძლოა, ზიანი მიადგეს, როგორც ცოცხალ არსებას ისე ფოტოს ავტორს.

გარეულ ცხოველთან ერთად სელფის გადაღების მოყვარულები სოციალურ ქსელში ვეღარ განათავსებენ ფოტოებს. რეგულაცია დაწესდა მას შემდეგ, რაც ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა და ამის აფიშირება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ნორმად იქცა.

Zooclub

სელფების გადაღების დროს, ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანებისგან ცხოველზე ხორციელდება ძალადობა, რადგან ყველას სურს კადრი ლამაზი და შთამბეჭდავი გამოვიდეს. 

Zooclub

ინსტაგრამზე "ცხოველებთან სელფის" ძებნისას გამოჩნდება გამაფრთხილებელი ფანჯარა,
სადაც ნათქვამია ცოცხალი არსების მიმართ სასტიკი მოპყრობის აკრძალვაზე და ბუნების ზიანზე. გზავნილის გამოტოვება შესაძლებელია, საიდანაც შეგიძლიათ,
გადახვიდეთ გარკვეულ გვერდზე "ჰეშთეგის" დახმარებით. მაგალითად, #tigerselfie  ან #coalaselfie.

Zooclub

ასევე, სოციალური ქსელი გთავაზობთ, ადმინისტრაციასთან გაასაჩივროთ ის ფოტოები, სადაც ასახულია ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა და მსგავსი "პოსტები" დაუყოვნებლივ დაიბლოკება.
manana
ძალიანაც კარგი,აბა, ნახეთის დეგენერატი ქალი გედს როგორ ექცევა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?