სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა აქტიურად მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა აქტიურად მიმდინარეობს
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ რეგიონებში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა და სპეციალისტები არიან მობილიზებულნი.

წამლობა ეტაპობრივად ხორციელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ფართობები მუშავდება თერმული ნისლითა და სატრაქტორო დანადგარების გამოყენებით.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 4 სექტემბერს ქიმიური წამლობა ჩატარდა და დამუშავდა გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელი ღრმაღელე -180 ჰა;
სოფელი ჭყონაგორა - 75 ჰა; შუხუთი - 115 ჰა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელი ნაგომარი - 15 ჰა, სოფელი
შრომა - 120 ჰა.

სამეგრელოში, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელი ანჯელი - 326 ჰა, სოფელი წყემი -
60 ჰა, სამიქაო - 60 ჰა. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლები ზანა - 30 ჰა; ხორი - 60 ჰა, ნოქალაქევი - 30 ჰა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, იმერეთის რეგიონში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ღონისძიებების მეორე ეტაპზე შეიწამლა 4660 ჰექტარი ფართობი.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?