თელავში ნაპოვნი შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა
თელავში ნაპოვნი შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა
თელავის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე დღის წინ ნაპოვნი შვლის გადარჩენა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ვეტერინარების მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, შვლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო - საბოლოოდ, მას მოტეხილ კიდურებზე განგრენა განუვითარდა.

მათივე ინფორმაციით, ცხოველის გვამის უტილიზაცია დადგენილი პროცედურების დაცვით მოხდება.

”შველი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ, სოფელ მაღრაანში იმყოფებოდა და ყველა საჭირო პროცედურა ადგილზე უტარდებოდა. მისი გადაყვანა, ვეტერინართა კონსულტაციით, ტრანსპორტირებით გამოწვეული მაღალი რისკის გამო, მიზანშეწონილი არ იყო”, - განმარტავენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, შეტყობინება, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურთან შემჩნეული დაზიანებული შვლის თაობაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შევიდა.

”გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები დაუყოვნებლივ გავიდნენ მითითებულ ადგილზე. შველს, რომელიც საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ იმყოფებოდა, სამი კიდურის ღია მოტეხილობა აღენიშნებოდა. დაზიანებები ცხოველმა, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო”, - აცხადებენ სამინისტროში.

ასევე იხილეთ: "გარემოსდამცველებმა კახეთში იპოვეს შველი, რომელსაც სამი კიდურის მოტეხილობა აღენიშნება"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?