გარემოსდამცველებმა კახეთში იპოვეს შველი, რომელსაც სამი კიდურის მოტეხილობა აღენიშნება
გარემოსდამცველებმა კახეთში იპოვეს შველი, რომელსაც სამი კიდურის მოტეხილობა აღენიშნება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურის მიმდებარედ ნაპოვნ დაზიანებულ შველთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შველს აღენიშნებოდა სამი კიდურის ღია მოტეხილობა, რომელიც, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო.

„გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების მიხედვით, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურთან, საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ, მოქალაქემ დაზიანებული შველი შენიშნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები დაუყოვნებლივ გავიდნენ მითითებულ ადგილზე. შველს აღენიშნებოდა სამი კიდურის ღია მოტეხილობა, რომელიც, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო. ვეტერინართა კონსულტაციით,
გადაწყდა, რომ შველი, დროებით, დარჩეს ადგილზე, ტრანსპორტირებით გამოწვეული შესაძლო გართულებების გამო“, - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის განცხადებაში.
Zooclub
ამ დროისთვის, ცხოველი ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შვლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„ამ ეტაპზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის, ასევე გარეული ცხოველის დაზიანების ფაქტზე“, - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?