რუსთავში აქცია - "არა სუსტზე ძალადობას - დაისაჯოს მკვლელი!“ გაიმართება
რუსთავში აქცია - "არა სუსტზე ძალადობას - დაისაჯოს მკვლელი!“ გაიმართება
რუსთავში, პოლიციის შენობასთან, დღეს 19:00 საათზე მშვიდობიანი აქცია, სახელწოდებით - ,,არა სუსტზე ძალადობას - დაისაჯოს მკვლელი!“ გაიმართება. აქციის ორგანიზატორი ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია "ცხოველთა მეგობრებია“.

ორგანიზატორების განცხადებით, ისინი მეგობრობის გამზირზე ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცის მიერ ძაღლის სასტიკად მოკვლის ფაქტს გააპროტესტებენ და სამართალდამცველებისგან დანაშაულში ეჭვმიტანილის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.

,,მორიგი არაადამიანური ფაქტი მოხდა ქალაქ რუსთავში. დაახლოებით 60 წლის "მამაკაცმა" საკუთარი უწყინარი ძაღლი ცემით მოკლა. ვიდეოში კარგად არის ნაჩვენები, რომ ამ არაკაცს ძაღლი უწყინრად მიყვება და ცოტა ხნის შემდეგ ეს ავადმყოფი მოათრევს
მკვდარ ძაღლს თოკით! ერთ-ერთმა თვითმხილველმა გამოიძახა პოლიცია და საქმე აღძრულია.

შევიკრიბოთ მოსახლეობა პოლიციის შენობასთან, ქალაქ
რუსთავში, მეგობრობის გამზირი #22, მუსიკალური სკოლის მოპირდაპირე მხარეს, რათა ვაგრძნობინოთ სამართალდამცავებს, რომ ბევრნი ვართ ცხოველთა მოყვარულები და არ ვაპატიებთ საქმის გულგრილად გამოძიებას”, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

31 ივლისს, 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა ძაღლი სასტიკად ცემა, შედეგად ცხოველი გარდაიცვალა. ფაქტის თვითმხილველებმა პოლიციას შეატყობინეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები თვითმხილველებმა სოციალურ ქსელი გაავრცელეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 259-ე მუხლით აღიძრა, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დადგენილილია, რომელიც სამართალდამცავებმა იმავე ღამეს გამოკითხეს.

აქვე იხილეთ შემდეგი თემები:

"რუსთავში მამაკაცმა ძაღლი ცემით მოკლა"

"პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა"

იხილეთ ვიდეო (+18): "რუსთავში მამაკაცმა ძაღლი ცემით მოკლა"
რათა
რატომ? რამე პრობლემაა ამ ორგანიზაციაში?
ვაი თქვენ პატრონს
ამ ორგანიზაციის აქციაზე არასდროს არ მივალ!
123
Erti dgit adre daaanonset xolme jobia,yvela ver moaxerxebs ase - hop dges akciaa - mosvlas.didi survili makvs magram cinascar chaayenon mosaxleoba sakmis kursshi ajobebs.samcuxarod ver moval,arada titoeul adamians gadamcyveti mniahvneloba akvs msgavsi tipis akciashi.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?