რუსთავში მამაკაცმა ძაღლი ცემით მოკლა
რუსთავში მამაკაცმა ძაღლი ცემით მოკლა
რუსთავში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. მეგობრობის გამზირზე, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცმა წუხელ გვიან ღამით, ძაღლი მოკლა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ძაღლი სასტიკად ცემა, რის შედეგადაც, ცხოველი მოკვდა.
ფაქტის თვითმხილველებმა 112-ში დარეკეს და მომხდარზე რეაგირება მოითხოვეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით მხილებულია ერთი პირი, რომელიც სამართალდამცავებმა გუშინვე გამოკითხეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

წყარო: interpressnews.ge

იხილეთ ვიდეო (+18): "რუსთავში
მამაკაცმა ძაღლი ცემით მოკლა"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?