საქართველოში გადაშენების პირას მყოფი კიდევ ერთი ცხოველი მოკლეს
საქართველოში გადაშენების პირას მყოფი კიდევ ერთი ცხოველი მოკლეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობაზე - არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში, მოქალაქე მამუკა ვაჭარაძემ, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფით არჩვი (Rupicapra rupicapra) მოკლა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ეს სახეობა გადაშენების პირას მყოფია.

მამუკა ვაჭარაძესა და მის თანმხლებ ანდრო გელენიძეს ჩამოერთვათ სანადირო თოფები.
გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 30 000 ლარი შეადგინა. საქმის მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონულ სამმართველოს
გადაეგზავნება.

Zooclub
maiam
გაიზარდოს ჯარიმა 50 000მდე
jiji-ს
გეთანხმები სრულიად!
jiji
ეს, ვითომ მონადირეები! უნდა შეაჭამო, ორივეს, ძალით, მთლიანად ეგ არჩვი და თუ გადარჩენ, იქნებ მიხვდეენ რამეს ეგ, თვითონ პირუტყვები! ომის დროს იმალებიან ეგეთი ვირთხები და ტყეში პირუტყვს არ ინდობენ, სროლის ჟინს იკლავენ! ეგენი არიან მკვლელები და მეტი არაფერი!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?