ორგანიზაციის ცნობით, ძაღლი მოქალაქე ქეთა ხვიჩიას მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა.
ინციდენტის შემდეგ, დაჭრილი ცხოველი დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა ვეტერინარულ კლინიკაში, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თავად ქეთა ხვიჩიამ ეს საშინელი ფაქტი ამგვარად აღწერა:
”დღეს მე მომკლეს ჩემს ძაღლთან ერთად, ზმკ-ის ტერიტორიაზე, სამხედრო ბაზის გვერდით, თავში მესროლეს. აი, ეს არის დღევანდელი საქართველოს რეალობა, რომელსაც მომავალი არ აქვს სამწუხაროდ. სიტყვები არ
“ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის ორგანიზაციის ცნობით”, ქეთა ხვიჩიამ ამ საშინელი ინციდენტის გამოძიების თხოვნით პოლიციას მიმართა.
,,ეს წუთია დავბრუნდი სახლში, გამოძიება დაიწყო. ძაღლი გადაყვანილია ექსპერტიზაზე. ჩვენება მივეცი და განცხადება დავწერე, მოკვლევა დაიწყო, მაგრამ საქმის გახსნის იმედს არ მაძლევენ. ყველაზე შემზარავი არის ის ჩემთვის, რომ ექსპერტიზაზე გადაყვანის შემდეგ ძაღლის დაკრძალვის უფლებას მე არ მაძლევენ, გამომძიებელმა მოთხოვნა გააგზავნა, რომ მე გადმომცენ, რომ დავკრძალავ კახეთში საკუთარ ტერიტორიაზე, მაგრამ დაურეკეს და უთხრეს გამორიცხულია ძაღლის პატრონისთვის დაბრუნებაო... ნუთუ არ მაქვს უფლება, მორალურად გვერდით დამიდგეს სახელმწიფო, რომლის მოქალაქეც ვარ და მომცეს საშუალება ვიცოდე, სად მეყოლება ძაღლი დაკრძალული. ნუთუ ექსპერტიზას როცა ადამიანებს უტარებენ შემდეგ პატრონს არ უბრუნებენ? იქნებ ვინმემ იცოდეთ, რა საშუალებით შევძლებ საკუთარი ძაღლის საკუთარ ტერიტორიაზე დაკრძალვას, არ ვასაფლავებ თბილისში და არც სხვის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ცხოველდამცველ მეგობრებს, რომლებმაც არ დამტოვეს და ბოლომდე გვერდით მედგნენ,“ - წერს ქეთა ხვიჩია თავის ფეისბუქ-გვერდზე.

როგორც ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თეიმურაზ წიქორიძემ განაცხადა, ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ძაღლს და მასზე მზრუნველ ადამიანს ესროლეს. ,,ჩვენ, ყველა ცხოველთადამცველს და ცხოველების მეგობრებს გვესროლეს...’’- წერს ის სოციალურ ქსელში.
თეიმურაზ წიქორიძის განცხადებით, ერთი და იგივე სიტუაცია მეორდება, ადამიანებს კი ელემენტარული იურიდიული განათლება არ აქვთ, ამიტომ ასეთ შემთხვევებში არასწორ რჩევებს იძლევიან. ,,ჯერჯერობით, ქეთა ხვიჩია ჩემი კონსულტაციით მიიწევს წინ და დეტალურ რჩევებს ვაძლევ, იმდენად დეტალურს, რომ აქტზე სად და რამდენ სანტიმეტრზე და როგორ უნდა მოაწეროს ხელი იმასაც ვეუბნები. ეს ბუნებრივია, როდესაც ადამიანს არ აქვს გამოცდილება,’’ - გვაცნობა თეიმურაზ წიქორიძემ.
მოგვიანებით, ,,ZooClub.ge”-თან საუბარში თეიმურაზ წიქორიძემ განაცხადა, რომ მისი რჩევით, ქეთა ხვიჩიამ გადაწყვიტა, ინციდენტის გამოძიების თხოვნით, პროკურატურას მიმართოს.
,,განცხადება მზადაა, მცირედ შესწორებებს შევიტანთ და პროკურატურას წარვუდგენთ... თუმცა, მე თითქმის არ მაქვს იმედი, რომ ეს საქმე გამოძიებული იქნება,“ - განაცხადა თეიმურაზ წიქორიძემ ჩვენთან საუბარში.
,,ZooClub.ge’’ თვალს ადევნებს ინციდენტის გამოძიების პროცესს და როგორც კი ცნობილი გახდება, მკითხველს დაუყოვნებლივ შეატყობინებს მის შედეგებს.
თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის