ინგლისში გამართულ კონკურსში, ევროპის ყველაზე ლამაზი ძაღლი გამოავლინეს
ინგლისში გამართულ  კონკურსში, ევროპის ყველაზე ლამაზი ძაღლი გამოავლინეს
ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში დასრულდა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ძაღლების გამოფენა - Cruft’s-ი. კონკურსი ყოველდღე, 2 საათის განმავლობაში, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა BBC-ის ტელე და ინტერნეტ გვერდზე. მასში წარმოდგენილი იყო 20 ათასი ძაღლი 56 ქვეყნიდან.

წელს კონკურსის გამარჯვებული ამერიკული კოკერ პსანიელი, სახელად AFTERGLOW MIAMI INK-ი (Lynn & Da Silva) გახდა, ხოლო სათადარიგო გამარჯვებული მინიატურული პუდელი, სახელად MINARETS BEST KEPT SECRET-ია ( M. Harwood).

"შოკში ვარ. მიამი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ სულ რამდენიმე გამოფენაში და არ ველოდი, რომ ბირმინგტონში თავბრუდამხვევი წარმატება გველოდა. 
ეს ოცნებაა და ჩვენ  ის აგვიხდა!" - ამბობს ძაღლის პატრონი.

იხილეთ ვიდეო


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?