ამ ძაღლს ძლიერი ყბებით ადვილად შეუძლია მოათრიოს ნადავლი.
კუდი
ჩვეულებრივ წაჭრილი; მოძრაობისას მხიარულად აქიცინებს.
ფეხები
წინა ფეხები სწორი და ხმელია; უკანა – ფართო და დაკუნთული.
ბეწვი
რბილი, საშუალო სიგრძისა; სტანდარტით დაშვებულია სპანიელის ჯგუფის ყველა შეფერილობა.
ტანი
კომპაქტური, ძლიერი აგებულების, ამტანი, სხარტი, განიერი გულმკერდით.
თათები
მრგვალი, მჭიდროდ მიჯრილი, ამოზნექილი თითები-თა და სქელი ბალიშებით.
თვალები
ოვალური ფორმის თვალები ინგლისური სპანიელის მთავარი ხიბლია. მისი ფერი ლამაზად ეხამება ბეწვის ფერს.
სახე
პროპორციული, მშვიდი და მიმნდობი გამომეტყველებით.
ცხვირი
დიდი და მთლიანად შეფერილია ღვიძლისფრად ან შავად, გააჩნია ბეწვის ფერს.
მონაცემები
წარმოშობა - ინგლისი
მთავ, დანიშნულება - ნადავლის მოტანა
ტემპერამენტი - ფხიზელი, დამჯერი
სიც. ხანგრძლივობა - 12-14 წელი
მოვლა - მუდმივი ვარცხნა
ვარჯიში - სისტემატური, ზომიერი
მოდარაჯე - კარგი
ხვადი
48-53 სმ.
20-25 კგ.
ძუ
46-53 სმ.
18-23 კგ.
ენერგიული ინგლისური სპრინგერ სპანიელი იმდენ ხანს ივარჯიშებს, რამდენის საშუალებასაც მისცემთ, სასურველია საბლის გარეშე.
ეს ძაღლი შესანიშნავად იტანს ყველანაირ კლიმატს.
ინგლისური სპანიელისთვის აუცილებელია კომპანიონის ყოლა.
ცურვა ამ ჯიშის ყველაზე საყვარელი გასართობია.
რჩევა:
ახასიათებს მემკვიდრული დაავადება, ე.წ. სიავის სინდრომი. სანამ ლეკვს იყიდით, გაარკვიეთ, მის რომელიმე წინაპარს ხომ არ ჰქონდა ეს დაავადება.