იტალიაში მიწისძვრის შემდეგ 400-ზე მეტი შინაური ცხოველი გადაარჩინეს
იტალიაში მიწისძვრის შემდეგ 400-ზე მეტი შინაური ცხოველი გადაარჩინეს
მას შემდეგ, რაც იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, 400-ზე მეტი შინაური ბინადარი გადაარჩინეს და დაცულ ტერიტორიებზე გადაიყვანეს. დღევანდელი მონაცემებით, დაღუპულია 293 ადამიანი, ხოლო ათასობით ოჯახი სახლის გარეშე დარჩა.

ცხოველთა დაცვის საზოგადოებიდან 24 მოხალისე, რომელთა შორისაც ვეტერინარებიც იმყოფებიან, 24 საათის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობენ, რათა  ნანგრევებში მოყოლილი ცხოველები გადაარჩინონ.

ისინი ავრცელებენ მედიკამენტებსა და საკვებს იმ შინაური ბინადრებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ფერმებში, მობილურ სადგურებსა და კარვებში.

გადარჩენილ ძაღლებს შორის აღმოჩნდა ლოლა. ის 30 აგვისტოს გადაარჩინეს. ცხოველმა ერთი კვირა გაატარა ნანგრევებში. საბედნიეროდ, ლოლა პატრონთან დაბრუნდა. იგი
ცრემლიანი თვალებით ეხუტებოდა თავის საყვარელ ძაღლს  და კოცნიდა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?