დიდ პანდას გადაშენება აღარ ემუქრება
დიდ პანდას გადაშენება აღარ ემუქრება
დიდი პანდა ველური ბუნების მსოფლიო ფონდის WWF-ისა და ჩინეთის არაოფიციალური სიმბოლოა. ახლა ის ერთი ნაბიჯით შორსაა გადაშენებისგან. ამის მიღწევა პოპულაციის აღდგენით გახდა შესაძლებელი. 

ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირმა (IUCN) დიდ პანდას “გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი”-ის სტატუსი “  “დაუცველით” შეუცვალა. სპეციალისტებმა 2004-2014 წლებში ბამბუკის დათვების პოპულაციის 17% დააფიქსირა. ცხოველების უკანასკნელ აღწერაზე დაფიქსირდა, რომ ჩინეთში 1864 პანდა ბინადრობს. ადრე დიდი პანდების რაოდენობა შეუჩერებლივ მცირდებოდა.

WWF-ის გენერალური დირექტორის, მარკო ლამბერტინის თქმით, ეს მღელვარე მომენტია მათთვის, ვინც ველური ცხოველების შენარჩუნებისთვის იბრძვის.

“პოპულაციის მართვა გვიჩვენებს, რომ
მეცნიერების ძალისხმევის, პოლიტიკური ნებისა და ადგილობრივი საზოგადოებების გაერთანებით, შეიძლება ველური ბუნების შენარჩუნება და ბიოლოგიური მრავალფეროვნების
გაუმჯობესება”, - აღნიშნავს ლამბერტინი.

“სტატუსის შეცვლა ჩინეთის ხელისუფლების დიდი პანდების გადასარჩენად ძალისხმევის ეფექტურობას ამტკიცებს“, - ამბობს ჩინეთში WWF-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლო ცზე პინი.

ამავე დროს, სპეციალისტები შეგვახსენებენ, რომ სხვა სახეობები ჯერ კიდევ გაქრობის საფრთხის ქვეშ არიან. გარდა ამისა, პანდასთან დაკავშირებით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, რადგან ტერიტორია, სადაც ისინი ბინადრობენ, საფრთხის ქვეშაა ინფრასტრუქტურის არასწორი პროექტირების გამო.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?