მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლის ტიტული 17 წლის ჩიხუახუას მეტისმა მოიპოვა
მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლის ტიტული 17 წლის ჩიხუახუას მეტისმა მოიპოვა
მსოფლიოში ყველაზე უშნო ძაღლის გამოსავლენად კალიფორნიის შტატში ჩატარდა კონკურსი.
2016 წლის ყველაზე უშნო ძაღლის ტიტული მოიპოვა 17 წლის SweePee Rambo-მ, რომელიც ჩიხუახუასა და ჩინური ქოჩორას მეტისია.

რამბომ 15 კონკურსანტიდან პირველობა არავის დაუთმო. მან თავისი უცნაური გარეგნობით შემფასებლების ყურადღება მიიქცია, ამასთანავე, ის ვერც ერთი თვალიდან ხედავს, რის გამოც იძულებულია პამპერსით იაროს.

ძაღლის პატრონის ჯეისონ ვურთსის თქმით, მას უნდოდა ძაღლის აყვანით მეუღლისთვის საჩუქარი გაეკეთებინა, თუმცა, ერთი კვირის შემდეგ ქალმა განაცხადა, რომ ამ უშნო ძაღლის მოვლას არ აპირებდა, მას შემდეგ ძაღლს ჯეისონი პატრონობს.
თუ რატომ შეარჩინა მამაკაცმა ასეთი გარეგნობის შინაური ბინადარი არ აკონკრეტებს.

Zooclub

კონკურსის გამარჯვებულმა მიიღო თასი და
ფულადი ჯილდო - 1500 დოლარის ოდენობით. რამბოს პატრონის თქმით, ამ ფულს დახარჯავენ ძაღლის ოპერაციაში, რადგან რამდენიმე დღის წინ მას სიმსივნე აღმოაჩნდა.

ასევე იხილეთ:

13 ყველაზე უშნო ძაღლი

იპოვეს ძაღლი, რომელიც ძალიან გავს ჯონ ტრავოლტას
nino
ნორმალურია ასეთი კონკურსის ჩატარება? საკუთარ ძაღლს (ან ნებისმიერ სხვა ცხოველს) ასეთ კონკურსში მონაწილეობა როგორ უნდა მიაღებინო? მე პირადად 1000000$-ის მოგებაც კი რომ მქონდეს გარანტირებული, მსგავს კონკურსში ჩემს კატას არ გამოვიყვან. საკუთარი მეგობარი, ოჯახის წევრი მსოფლიოში ყველაზე უშნოდ როგორ უნდა ჩათვალო???? ჩემი აზრით ამ კონკურსში მონაწილე ძაღლების პატრონები არიან მსოფლიოში ყველაზე მახინჯები (სულით მაინც)!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?