აღმოსავლეთ საქართველოს მეფუტკრეებმა Mercy Corps-ის წარმომადგენლებთან მეფუტკრეობის პრობლემებზე იმსჯელეს
აღმოსავლეთ საქართველოს მეფუტკრეებმა Mercy Corps-ის წარმომადგენლებთან მეფუტკრეობის პრობლემებზე იმსჯელეს
აღმოსავლეთ საქართველოს მეფუტკრეებმა დღეს სასტუმრო ”ბეტსიში” ორგანიზაცია Mercy Corps-ის წარმომადგენლებთან ერთად, მეფუტკრეობის დარგში არსებულ სიახლეებსა და პრობლემებზე იმსჯელეს.
შეხვედრა პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციები Mercy Corps და Oxfam GB ახორციელებენ. ENPARD სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამაა. პროექტის ფარგლებში, დღეს მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმის შეხვედრა გამართეს.
ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული შეხვედრა საკოორდინაციო პლატფორმაა, სადაც მეფუტკრეობის კოოპერატივებსა და გაერთიანებებს შესაძლებლობა აქვთ ერთობლივად განიხილონ მეფუტკრეობის დარგში არსებული სიახლეები, რომლებზეც მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველ ფორუმზე იმსჯელეს ან რომლებიც ფორუმის შემდეგ წარმოიშვა.

მათივე
განცხადებით, შეხვედრის ფორმატი მონაწილეებს საშუალებას აძლევს ერთობლივად განიხილონ პრობლემათა გა
დაჭრის შესაძლო გზები, ასევე შეიმუშაონ რეკომენდაციები და მიმართონ შესაბამის სახელმწიფო უწყებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი მეფუტკრეობის კოოპერატივები და ფერმერთა გაერთიანებები.

ორგანიზაცია Mercy Corps-ის წარმომადგენლისა და პროექტ ENPARD-ის სოფლის მეურნეობის კოორდინატორის, თინათინ ონაშვილის განცხადებით, შეხვედრის მიზანია, განიხილონ ის პრობლემები, რაც მეფუტკრეებს აქვთ და ამ პრობლემების შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს აცნობონ.

”რამდენიმე თვის წინ, გაერთიანებული, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის მეფუტკრეების პირველი შეხვედრა გაიმართა; ამის შემდეგ იყო მეორე შეხვედრა ქუთაისში დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის. დღეს კი, ტარდება უკვე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონების მეფუტკრეებისთვის. ჩვენ გვაინტერესებს რა შედეგები დაიდო პირველი შეხვედრის შემდეგ. გადაიჭრა თუ არა რამე პრობლემა, არის თუ არა ახალი პრობლემები წამოჭრილი და ერთად ვიმსჯელოთ ამ პრობლემებზე, რომლებსაც თვითონ წარმოგვიდგენენ მეფუტკრეები. აღმოჩნდა,რომ საქართველოში მეფუტკრეები ძალიან ბევრნი არიან. ჩვენს პროგრამაში დევს, რომ ჩვენ მათი პრობლემები მივაწოდოთ მთავრობას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ერთად შევეცადოთ, რომ გადავუჭრათ მათ ესა თუ ის პრობლემა”, - განაცხადა თინათინ ონაშვილმა.

მისივე თქმით, მეფუტკრეებს, რომელთაც ჰქონდათ ფინანსური პრობლემები, აღჭურვილობასთან დაკავშირებული პრობლემები პროექტის ფარგლებში მათ გრანტით დაეხმარნენ.
”ზოგს შევუძინეთ სკები, ზოგს სატრანსპორტო საშუალება,რომლითაც გადაიტანენ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას სკებს, ზოგს შევუძინეთ თაფლის გამოსახდელი ინვენტარი”, - განაცხადა თინათინ ონაშვილმა.

თინათინ ონაშვილის ინფორმაციით, მთავარი პრობლემა არის ის ანტიბიოტიკები, რომლებიც ფუტკრის დაავადებათა მკურნალობის დროს გამოიყენება.

”ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ გამოიყენება ანტიბიოტიკები ფუტკრის დაავადებათა მკურნალობის დროს. უნდა შევცვალოთ ეს ანტიბიოტიკური მკურნალობა სხვა პრეპარატებით, რათა ჩვენი თაფლის სტანდარტი დაუახლოვდეს იმ რეგლამენტს, რომელიც დღესდღეობით ევროპაშია და შესაძლებელი გახდეს ჩვენი თაფლის ექსპორტირება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში”, - განაცხადა თინათინ ონაშვილმა.

”ახალგაზრდა მეფუტკრეთა კავშირის” თავმჯდომარის ირაკლი მენთეშაშვილის თქმით, პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია, რომ პირველ რიგში გლეხებს მიაქციონ ყურადღება.

”უნდა ჩავიდნენ გლეხამდე. საკითხზე დამოკიდებულება არ უნდა მოხდეს მწვერვალიდან. გლეხის პრობლემები ყველამ ვიცით, ქართულ ფერმას ჯერ კიდევ ყოფითი პრობლემები აქვს გადასალახი. საქართველოში, ჯერჯერობით ძალიან პატარა საფუტკრეებია და ამ საფუტკრეების გაზრდაზე უნდა ვიზრუნოთ”, - განაცხადა ირაკლი მენთეშაშვილმა.

ირაკლი მენთეშაშვილის განცხადებით. ქართული თაფლის ევროპაში გატანაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა, მისი თქმით, თაფლის ექსპორტირებამდე ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი.
бенидзе
Сакартвелоши мепуткреоба ром ганвитардес сачироа ерти рам гахидинет глехс таплли !!!!!!! Да ес рогорц професорма брдзана самцухарод адреарисо дроа!!халхо!! Дроа!!даглехи им дампал скасац гамоцвлис! Да манканасац ихидис дахмаребис гареше!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?