5 ყველაზე ძვირადღირებული ჯიშის ძაღლი საქართველოში
5 ყველაზე ძვირადღირებული ჯიშის ძაღლი საქართველოში
რომელია 5 ყველაზე ძვირადღირებული ძაღლის ჯიში საქართველოში? - ამის გასარკვევად კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძემ ისაუბრა.

გია გიორგაძე:
საქართველოში ძაღლი ძვირი არ ღირს, რამდენადაც ქართველი ადამიანი არ აქცევს ყურადღებას ხარისხს. კანონი ძაღლის შესახებ საქართველოში არ გვაქვს. რამდენი წელია ვცდილობ, იყოს ყველა ძაღლი აღრიცხული, მე ვღრიცხავ, მაგრამ მე არ მაქვს ბერკეტი, აღურიცხავ ძაღლის მეპატრონესთან დაკავშირებით. ძაღლის სიძვირე იმით განისაზღვრება, მის წინაპრებს რა დამსახურება აქვთ საერთაშორისო გამოფენებზე მიღებული.

ძაღლი შეიძლება, კარგი იყოს და გაიზარდოს ცუდი, რადგან ჩვენ ლეკვს ვყიდულობთ და არა ძაღლს.
ჩვენთან ძაღლები 300$-500$ ღირს, ეს არ არის საერთაშორისო ფასები. ამ პირობებში, სადაც ქვეყანაში ძაღლს ფასი არ
აქვს, ვეცდები, გამოვყო ხუთი უმაღლესი ხარისხის ძაღლი. ისინი იმ ქვეყნებში, სადაც ძაღლს ფასი აქვს, ბევრად მეტი ღირს.

გერმანული ნაგაზი

Zooclub
800$-1000$
სამძებრო ტიპის ძაღლი, კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა. მას აუცილებლად უნდა ასწავლო რაღაც, თორემ თანდაყოლილი არაფერი აქვს.


კავკასიური ნაგაზი

Zooclub
500$-700$
გამოირჩევა თავისი ჭკუით, რომელსაც იყენებენ ფარის დაცვაში.


კანეკორსო

Zooclub
900$-1000$
თანდაყოლილი წეს-ჩვეულება აქვს. ახასიათებს პატრონის და ტერიტორიის დაცვა. საკუთრების დამცველი ძაღლია, საყარაულო ძაღლი.


იორკშირული ტერიერი

Zooclub
900$-1000$
იორკშირული ტერიერი და შპიცი, ძირითადად დეკორაციის ფუნქციას ასრულებს. საზღვარგარეთ მიღებულია, რომ რა ძაღლიც ყავს, ისეთი ტიპის არის პატრონიც.


შპიცი

Zooclub
1000$
ეს სახლის ძაღლია, რომელსაც დეკორაციისთვის იყენებენ.



გიორგი ხარშილაძე AMBEBI.GE-სთვის
liza
ეს ბოლო, მეხუთე არის პომერანიანი შპიცი, დეკორაციის გარდა ძალიან კარგი მოდარაჯე ძაღლია. დიდი პიროვნება პატარა ტანში, ასე უწოდებენ მათ, გამოირჩევიან პატრონის მიმართ არანორმალური სიყვარულით და ეჭვიანობით, არ არის რეკომენდირებული პატარა ბავშვებიან ოჯახში.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?