ფოთის საცხენოსნო სკოლაში 25 მოზარდი ეუფლება ცხენოსნობას. სკოლაში სწავლა უფასოა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85 ათასი ლარით ფინანსდება.
ფოთის საცხენოსნო სკოლას სამოცდაათწლიანი ისტორია აქვს. 1947 წელს რიონის შესართავთან იპოდრომი გაიხსნა. ამავე პერიოდს უკავშირდება ჯიშიანი ცხენების შეძენა და პირველი ოფიციალური შეჯიბრი მარულასა და დოღში. წლების მანძილზე ფოთელი მოჯირითეები ცხენოსნობის კლასიკურ სახეობებში ლიდერობდნენ.
სოფო კორტავა