მაშველებმა მდინარე მტკვარში ჩავარდნილი პიტბული გადაარჩინეს
მაშველებმა მდინარე მტკვარში ჩავარდნილი პიტბული გადაარჩინეს
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა ინფორმაცია დაკარგული პიტბული როსის შესახებ. პატრონი იტყობინებოდა, რომ ძაღლი ვაკის რაიონიდან, კერძოდ, ყიფშიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა.

Zooclub

2016 წლის 6 აპრილს 10:35 საათზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საპატრულო პოლიციამ აცნობა, რომ გოთუას ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, მტკვარში ჩავარდნილი იყო ძაღლი, რომელიც იხრჩობოდა. ადგილზე ოპერატიულად გასულმა მობილურმა ჯგუფმა ცხოველი იპოვა სანიაღვრე მილში, საიდანაც ძლიერი დინების გამო, ამოსვლას ვერ ახერხებდა და სასიკვდილოდ იყო განწირული.

Zooclub

რთული ვითარებიდან გამომდინარე, ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ჩაერთვნენ, რომელთა
ტექნიკური დახმარებითაც, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელი სპეციალური საშუალებებით ჩავიდა მტკვარში და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
რისკის ფასად მოახერხა ძაღლის უვნებლად ამოყვანა და გადარჩენა.

Zooclub


Zooclub

Zooclub

პიტბულის ჯიშის ძუ სწორედ დაკარგული როსი აღმოჩნდა.

ის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ვეტ-ექიმების მიერ პირველადი დახმარება გაეწია.

Zooclub

Zooclub

Zooclub

ცხოველის მოძლიერების პარალელურად, თავშესაფარში მივიდა მისი პატრონი. მან ამოიცნო თავისი ძაღლი, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ეძებდა. გიორგიმ და მისმა პიტბულმა როსიმ თავშესაფარი დატოვეს.

Zooclub

როსის ძალიან გაუმართლა - ის დროულად დაინახეს, მაშველებმა მოუსწრეს და შემდგომ ვეტერინარებმა მის მდგომარეობაზე იზრუნეს - სწორედ ამის წყალობით იგი გადარჩა, თუმცა სამწუხაროდ ყველას ასე არ უმართლებს...

ჩვენი დიდი თხოვნაა! - მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ თქვენს ბინადრებს! ყოველ წუთს! ყოველ წამს! შინ, თუ გარეთ! - რომ არ გაიქცნენ, თორემ მათი მონატრება და არყოფნისგან გამოწვეული სიცარიელე მთელი ცხოვრება გაგაწვალებთ და გულს გატკენთ - მოლოდინით, ქუჩაში აქეთ-იქით ყურებით, ძაღლის ყეფის გაგებითაც კი...

ადამიანები განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ, რომ არ დავკარგოთ ისინი, ვისაც საკუთარ თავზე მეტად ვუყვარვართ!


თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.Ge-სთვის
ვილლი
პატრონმა თუ მოაკითხა? ძაან საყვარელია
manana-sh
გაიხარეთ, ასმგად დაგიბრუნდებათ ეს სიკეთე!
bebe
ბრავოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!
dad
მადლობა გადარჩენისათვის. იდღეგრძელეთ
k.z.
გამეხარდა რო გადაარჩინეს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?