შსს-ს მაშველებმა იმერეთში, ადიდებული მდინარიდან მონადირეები გამოიყვანეს (+ვიდეო)
შსს-ს მაშველებმა იმერეთში, ადიდებული მდინარიდან მონადირეები გამოიყვანეს (+ვიდეო)
შსს-ს მაშველებმა იმერეთში მონადირეები გადაარჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა იმერეთის რაიონში ადიდებული მდინარიდან მონადირეები და ძაღლები გამოიყვანეს.

უწყების ინფორმაციით, ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ ,,112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მდინარე რიონისა და მდინარე ყვირილას შესართავთან ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე სამი მონადირე ორ ძაღლთან ერთად იმყოფებოდა. წყლის დონის მომატების გამო, ისინი მდინარიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ და შველას ითხოვდნენ.

"ადგილზე ოპერატიულად ადგილობრივი სამაშველო ჯფუფები გავიდნენ, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს სამაშველო ღონისძიება და მონადირეები ძაღლებთან ერთად უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს", -
ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?