ტენესის შტატში ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაში შემჩნეული პირების სიებს გამოაქვეყნებენ.
კანონი ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შევა. ამ დროიდან რეესტრი ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ისინი შეძლებენ შეამოწმონ, მაგალითად მათ გვერდით მცხოვრებს ხომ არ შეუძლია მოუტანოს ცხოველს რაიმე ზიანი.
დასაწყისში სამართალდამრღვევების მონაცემები რეესტრში გასამართლებიდან 2 წლის მანძილზე იქნება აღრიცხული. თუ მათ რამოდენიმე დანაშაული ჩაიდინეს, მაშინ მათი მონაცემები სიებში 5 წლის განმავლობაში დარჩება.
ამბერ მალინსი, Tennessee Valley-ის ჰუმანური საზოგადოების
“მსგავსი ბაზის შექმნის დადებითი მხარეა პოტენციური პატრონის შემოწმება მისთვის ცხოველის გადაცემამდე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვესაუბრებით ჩვენთან მოსულ ადამიანებს, მაგრამ გვინდა, ვიყოთ დარწმუნებული, რომ ცხოველი კარგ ხელში ჩავარდება. ასე ჩვენ უფრო მეტი გარანტია გვექნება, რომ არ შეგვეშლება და სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ასევე იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო რეესტრი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება მათთვის, ვინც დანაშაულის ჩადენას დააპირებს”, - განაცხადა მალინსმა.
მსგავსი რეესტრის შექმნის საკითხი სხვა შტატებშიც განიხილება, მაგრამ ოფიციალურად არ არის შექმნილი. თუმცა, არის რიგი ქალაქები, სადაც უკვე არსებობს მსგავსი რეესტრი. მაგალითად ნიუ-იორკში გასულ წელს წარმატებით შეიქმნა იმ პირთა რეესტრი, რომლებიც შემჩნეულები არიან ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაში.
იდეა გააკრიტიკეს. ზოგი აღნიშნავს, რომ რეესტრის შექმნის ნაცვლად, აჯობებდა რესურსების მიმართვა სამართლებრივი კანონების დამუშავებაზე და იმ ადამიანების ფსიქოლოგიურ დახმარებაზე, რომლებსაც ცხოველებისადმი სასტიკი დამოკიდებულება ახასიათებთ.
თავის მხრივ, სენატორმა ჯეფ იარბომ აღნიშნა, რომ რეესტრის შექმნა ტენესიში არ დაფინანსდება სამართალდამცავ ორგანიზაციათა ან ფსიქოლოგიური დახმარების მხარდაჭერის ხარჯზე. მოცემული რეესტრი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმისა, რომ შემცირდეს ცხოველების მიმართ სისასტიკის შემთხვევები.
“იმის გათვალისწინებით, რომ ცხოველებისადმი და ადამიანებისადმი სისასტიკის გამოვლენა ურთიერთკავშირშია, დარწმუნებული ვარ, რომ შტატებმა ასევე უნდა შემოიღონ მსგავსი რეესტრი, ასევე მიიღონ სხვა ზომები, რომ ბოლო მოუღონ ძალადობას”, - აღნიშნა სენატორმა.