გულმოსულმა მოქალაქემ ქალაქის ხელმძღვანელობას ბაღლინჯოები შეუსია
გულმოსულმა მოქალაქემ ქალაქის ხელმძღვანელობას ბაღლინჯოები შეუსია
ამერიკის ქალაქ ოგასტის (მენის შტატი) მცხოვრებმა მუნიციპალურ ადმინისტრაციას ბაღლინჯოები შეუსია.

"Associated Press"-ის ცნობით, 2 ივნისს მამაკაცმა ქალაქის ხელისუფლებას მიმართა განცხადებით, რომ მის ბინაში ბაღლინჯოები გაჩნდა. მან დახმარება ითხოვა, მაგრამ უარი მიიღო.

მაშინ მამაკაცმა მწერები ქილაში შეაგროვა და ის ბინის მფლობელს აჩვენა. ბინის მფლობელმა მისი ბინიდან გასახლება გადაწყვიტა.

უსახლკაროდ დარჩენილი ამერიკელი მუნიციპალიტეტის შენობაში დაბრუნდა და თან ბაღლინჯოებით სავსე ქილა წაიღო. მან ქილას თავი ახადა და ბაღლინჯოები მაგიდაზე გადმოყარა, რის შედეგადაც დაახლოებით 100 მწერი ოფისებში გაიფანტა.

სითი-მენეჯერმა ოგასტ უილიამ ბრიჯეომ აღნიშნა, რომ
ინციდენტის შემდეგ ქალაქის ხელმძღვანელობას დეზინფექციის სამსახურის გამოძახება დასჭირდა. მათ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობა დაამუშავეს.

სამართლებრივი გადაწყვეტილება
მამაკაცის მიმართ, რომელმაც ბაღლინჯოები გაუშვა, ჯერ არ არის მიღებული.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?