ხონის რაიონის სოფელ გუბში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა
ხონის რაიონის სოფელ გუბში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა
ხონის რაიონის სოფელ გუბში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც სოფლის მცხოვრებლები საუბარში აცხადებენ, რამდენიმე დღის წინ სოფელში ათეულობით მსხვილფეხა პირუტყვი დაიხოცა. ჯილეხი სოფლის ერთ-ერთ მცხოვრებელსაც აღმოაჩნდა.

"რამდენიმე დღის წინ სოფელში ძროხები დაგვეხოცა. ნაწილს ნემსიც გავუკეთეთ, მაგრამ ვერ ვუშველეთ. მე ორი ძროხა მომიკვდა და კიდევ ერთი ავადაა. არ ვიცი, რა გვეშველება. ოჯახს ამით ვარჩენდით. სოფელში კი ერთ ადამიანს ჯილეხი აღმოაჩნდა და ის სახლში მკურნალობს", - განაცხადა დალი კორძაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

მისივე თქმით, ჯილეხის ფაქტი სოფელში დაახლოებით ერთი კვირის წინ დაფიქსირდა, თუმცა, მას ყურადღება
არ მიაქციეს.
maka
ჯილეხი ანუ ციმბირის წყლული, ანუ ანტრაქსი, ხუზარა — ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჯილეხის ბაცილა (Bacillus antracis). ჯილეხი ზოონოზების ტიპიური წარმომადგენელია [1]. ამ ტიპის ინფექციის გადატანა შესაძლებელია ტრანსმისიული, ალიმენტური და ასპირაციული გზებით. ადამიანის დაზიანება ხდება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის საშუალებით, ზოგჯერ კი ასეთი ცხოველების ხორცის საკვებად გამოყენების შემთხვევაში. დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ, სისხლსმწოველ მწერებს. სექციების სია [დამალვა] 1 ჯილეხის გამომწვევი 2 გადამტანები 3 კლინიკა 4 მკურნალობა 5 პროფილაქტიკა 6 სქოლიო ჯილეხის გამომწვევი[რედაქტირება] ჯილეხის გამომწვევი — Bacilus anthracis აღმოჩენილ იქნა 1849 წელს გერმანელი ა. ჰოლენდერის მიერ. ჯილეხის გამომწვევი ხასიათდება არაჩვეულებრივი მდგრადობით და შეუძლია სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება წლობით და ათეულ წლობითაც კი. ისინი დუღილს უძლებენ 45-60 წუთის განმავლობაში, ავტოკლავირებისას(110c)იღუპებიან 5 წუთის განმავლობაში. ხორცის დამარილება, გაშრობა და სხვა ასეთი პროცედურები ჯილეხის სპორებს ვერ ანადგურებს. გადამტანები[რედაქტირება] ჯილეხით უფრო ხშირად მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხვრები, თხები, ცხენები, აქლემები და ღორები ავადდებიან. მთავარი ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა ენიჭებათ მსხვილ რქოსან საქონელს და ცხვრებს. დაავადებული ცხოველები შარდისა და ფეკალიების საშუალებით. ავადმყოფობა სწრაფად პროგრესირებს და 2-3 დღეში ან რამდენიმე საათშიც კი იწვევს ცხოველის სიკვდილს. კლინიკა[რედაქტირება] ჯილეხით უმეტესად ავადდებიან სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები, სასაკლაოების მუშები და სხვა. ამ დაავადების საინკუბაციო პერიოდი ჩვეულებრივ ხანმოკლეა, 2-3 დღე. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ანთრაქსის ფილტვის ფორმა, რომელიც გულსისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაზიანების გამო, ხშირად სიკვდილით მთავრდება. რაც შეეხება ანთრაქსის კანის ფორმას ის ნაკლები ლეტალობით ხასიათდება ფილტვის ფორმისგან შედარებით. მკურნალობა[რედაქტირება] ჯილეხის მკურნალობა კომპლექსური ტიპისაა და მოიცავს სამ მთვარ ტიპს ესენია: სეროთერაპია, ქიმიოთერაპია და ანტიბიოტიკოთერაპია, ამ უკანასკნელმა ბოლო წლებში ფართო გამოყენება ჰპოვა. კერძოდ, იყენებენ ბეტალაქტამებს, ამინოგლოკოზიდებს, ტეტრაციკლინებს და სხვა პრეპარატებს. პროფილაქტიკა[რედაქტირება] ვაქცინა ანთრაქსის წინააღნდეგ პასტერმა შეიმუშავა ჯერ კიდევ 1881 წ. მაღალი რისკის ადამიანებში შესაძლებელია ჩატარდეს იმუნიზაცია უუჯრედო ვაქცინით, რომელშიც იმუნოგენის სახით შედის გასუფთავებული დამცავი ანტიგენი.
##
ამიტომ თავის დროზე უნდა აიცრას პირუტყვი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?