ბრიჯიტ ბარდო და ცხოველები (+ფოტო)
ბრიჯიტ ბარდო და ცხოველები (+ფოტო)
ბრიჯიტმა კინოკარიერის დასრულება 1973 წელს გადაწყვიტა და თავი მთლიანად ცხოველთა უფლებების დაცვას მიუძღვნა, რითიც 1968 წლიდან იყო დაკავებული.

ბრიჯიტ ბარდომ განაცხადა: "მე ჩემი ახალგაზრდობა და სილამაზე კაცებს დავუთმე. მე მივცემ ჩემს სიბრძნეს, გამოცდილებასა და ყოველივე საუკეთესოს, რაც ჩემშია - ცხოველებს".

1986 წელს მან გახსნა ბრიჯიტ ბარდოს სხელობის ფონდი, რომელიც ცხოველთა დაცვას ემსახურებოდა. ბარდო გახდა ვეგეტარიანელი და ფონდის დაფინანსებისთვის,  პირადი ნივთებისა და სამკაულების გაყიდვით 3 მილიონი ფრანკი შეაგროვა.

ბრიჯიტ ბარდო ცხენის ხორცის გამოყენების წინააღმდეგ გამოდის, იბრძვის გრენლანდიის ზღვის ლომებისა და ფარერის კუნძულებზე ვეშაპების დასაცავად,
ეხმარება უსახლკარო ძაღლებს ბუქარესტში. მან გააკრიტიკა საფრანგეთის კულტურის მინისტრის, ფრედერიკ მიტერანის გადაწყვეტილება, რითიც კორიდას საფრანგეთის
კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებს. ასევე, ბრიჯიტ ბარდო საფრანგეთში მუსულმანების მიერ ცხველების დახოცვის წინააღმდეგ იბრძვის.

2009 წლის 28 სექტემბერს, თავისი დაბადების 75 წლისთავზე ბარდომ მოუწოდა მსახიობ სოფი ლორენს, უარი ეთქვა ნატურალური ქურქის ტარებაზე. ბარდოს თქმით, ეს მისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?