ჩემი ციცქნა პონი (+ფოტო&ვიდეო)
ჩემი ციცქნა პონი (+ფოტო&ვიდეო)
ჯუჯა პონი დიდი ბრიტანეთიდან ინტერნეტ-გამოცემების ყურადღების წყალობით, ინტერნეტის ამომავალ ვარსკვლავად იქცა.

სამი წლის პონი, სახელად ეისერი თავისი მოძმეებისგან იმით გაირჩევა, რომ მისი ჯიშისთვის დამახასიათებელი მინიატურული ზომის გარდა, აქვს გენეტიკური დაავადება, რომელიც ასევე განაპირობებს მისი ზომის სიმცირეს. ამ პარამეტრების ერთიანობამ გამოიწვია ის, რომ ეისერის სიმაღლე მხოლოდ 55 სანტიმეტრს აღწევს.

პონი დიდ ბრიტანეთში, ერთ-ერთ ფერმაში ცხოვრობს, სადაც ცხენებს ამრავლებენ. ცხოველები ასეთი პათოლოგიით იშვიათად რჩებიან ცოცხალები და გამოვლენისთანავე, ჩვეულებრივ
დაძინებას ექვემდებარებიან, მაგრამ ეისერის პატრონმა, მორინ სალივანმა, გადაწყვიტა, მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა.

ის ისეთი ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე იყო, რომ ჩვენ არასოდეს განგვიხილავს ეს ვარიანტი.

პატარა პონი სახლის გარშემო სეირნობს,
მეგობრობს ლაბრადორ დემონთან და აქვს სპეციალური დაბალი სადგომი, რომელიც სპეციალურად მისი სიმაღლის მიხედვით არის აგებული. დროის მნიშვნელოვან ნაწილს იგი სახლში ატარებს, რადგან პატრონის სიტყვებით, ძალიან უყვარს ბუხართან, სითბოში ყოფნა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო
გალერეა
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?