დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ სოფელში მარტოხელა ირემი ძროხების ნახირს დაუმეგობრდა.
სავარაუდოდ, ტყის ბინადარმა ნათესავები დაკარგა, თავისმა ჯოგმა არ მიიღო, ამიტომ ის ძროხებს მიეკედლა.

"მინდორი, სადაც ირემი ყოველდღე ტყიდან გამოდის, ფერმერს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტყეებში ბევრი ირემი ბინადრობს, ისინი ადამიანებს ერიდებიან, თუმცა, არა ეს ინდივიდი, რომელიც, შესაძლოა, ჯოგმა არ მიიღო. ცხოველი რამდენიმე თვეა, ფერმერის მინდორს სტუმრობს და მთელ დღეს ძროხებთან ატარებს",

ენდრიუს თქმით, უცნობი მიზეზით, ირემი თავს ძროხად მიიჩნევს - მას ფერმის ცხოველების ქცევები ახასიათებს.

ფოტოგრაფმა რამდენიმე საათი მინდორში გაატარა, რათა საოცარი კადრები ფოტოებზე გადაეღო.

წყარო: dailymail.co.uk
ასევე იხილეთ:
ასეთი მეგობრობა წარმოუდგენელი იყო - მაიმუნმა ლეკვი გადაარჩინა და "იშვილა"
მელია სახლში დაბრუნებულ მეგობარ ძაღლს საოცარი ხმით ეძახის, რომ მასთან ერთად ითამაშოს
დაობლებული ირმის ნაშიერი ყოველ დილით საძოვარზე აკითხავს ცხენს, რომელიც დედა ჰგონია