ძუ ლომმა ტურისტის ქურთუკი მოიპარა და არ თმობდა, რის შემდეგაც პატრონის ერთგული ხვადი ლომი "კონფლიქტში" ჩაერია (უჩვეულო კადრები)
ყირიმში მდებარე პარკის "ტაიგანის" ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა ქურთუკი მანქანაში დატოვა, რითაც ძუ ლომმა "ლეილამ" ისარგებლა და ქურთუკი მოიპარა. სიახლოვეს მყოფმა ხვადმა ლომმა, სახელად "პატარამ", პარკის დამფუძნებლის, ოლეგ ზუბკოვას მითითებით, ძუს "ნადავლი" წაართვა.

უჩვეულო ფაქტთან დაკავშირებით, ვიდეოს ავტორი სოციალურ ქსელში შემდეგ ტექსტს ავრცელებს:

"ლომების ქცევა ხშირად ამოუცნობი და აუხსნელია. ყველამ ვიცით, თუ რამდენად არიან მტაცებლები ოლეგ ალექსეევიჩზე შეჩვეულნი და თუ შეამჩნევენ, რომ პატრონს რაიმე საფრთხე ემუქრება, მის დასაცავად ყველაფრისთვის მზად არიან.

თუმცა, ლომმა "პატარამ" საოცარი მორჩილება გამოავლინა - ბრძანების სრული აღქმა და მზაობა,
ზედმიწევნით შეესრულებინა პატრონის მითითება.

"ლეილა" ცუდად მოიქცა, რადგან დამთვალიერებელს ქურთუკი მოპარა. "პატარამ" კი იგრძნო, რომ
რაღაც არასასიამოვნო ხდებოდა, თუმცა, სანამ ოლეგმა ნება არ დართო, მტაცებელმა მეგობარს მოპარული ნივთი არ წაართვა.

"პატარა" პატრონის ჟესტებით მიხვდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა".

ასევე იხილეთ:

საფარი-პარკის მფლობელმა ლომები კატებივით "ფლოსტით" დააფრთხო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?