ცხენი ყოველდღე მარტო გამოდის ქალაქში სასეირნოდ, რადგან მოხუც პატრონს მისი გასეირნება აღარ შეუძლია
ცხენი ყოველდღე მარტო გამოდის ქალაქში სასეირნოდ, რადგან მოხუც პატრონს მისი გასეირნება აღარ შეუძლია
არაბული ცხენი, სახელად ჯენი, ქალაქ ფრანკფურტის ქუჩებში (Fechenheim-ის რაიონში) მარტო სეირნობს. ის ყოველ დილით ერთსა და იმავე მარშრუტით მშვიდად მიდის. 

მას უცხო ადამიანებისთვის კისერზე ჩამოკიდებული აქვს ფურცელი, შემდეგი ტექსტით: "მე მქვია ჯენი. სახლიდან არ გამოვქცეულვარ, უბრალოდ მარტო ვსეირნობ. მადლობა."

14 წლის განმავლობაში ჯენი მარტო სეირნობს, რადგან 79 წლის პატრონს - ვერნერ ვაიშედელს მისი დევნა აღარ შეუძლია. მოხუცი ყოველ დილით აღებს ჭიშკარს, ხოლო ცხენი ნაცნობ ქუჩებს მიუყვება.

Zooclub

წლების წინ მთელი ოჯახი ერთად სეირნობდა: ვაიშედელი, მისი ცოლი ანა და კიდევ ერთი ცხენი ჩარლი.
მოხუცი და მისი ცოლი ყოველდღე ჯირითობდნენ, მათ გერმანული ნაგაზი ევიტა ყოველთვის გვერდით დაჰყვებოდა.

Zooclub

ჯენი განსაზღვრულ
მარშრუტს დღეში 8-ჯერ გადის და სახლში ყოველთვის სადილისთვის, დროულად ბრუნდება. შესაძლოა ეს იმიტომ, რომ მისი პატრონის თქმით, შინაურ ცხოველს "მუცელში საათი აქვს" და მან ზუსტად იცის, თუ როდის არის სადილის დრო.

Zooclub

ადგილობრივ მცხოვრებლებს მოსწონთ ჯენისთან შეხვედრა. პოლიცია საქმის კურსშია და იციან, რომ ჯენი გარშემომყოფებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

Zooclub

სოციალურ ქსელში ზოგიერთი ადამიანი აღნიშნავს, რომ ეს პატრონის დაუდევრობაა და გარშემომყოფებისთვის საფრთხის შემცველი, მაგრამ 14 წლის განმავლობაში არასოდეს, არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. ადგილობრივი ვეტერინარის თქმით, ჯეინი საოცრად კეთილი, მშვიდი ცხოველია.

Zooclub

ასევე იხილეთ:

მამაკაცი უზარმაზარ კუსთან ერთად ქალაქის ქუჩებში სეირნობს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?