სკოლის მოსწავლემ აიყვანა დაობლებული ჩოჩორი, რომელსაც პატრონი სასაკლაოზე წაყვანას უპირებდა
სკოლის მოსწავლემ აიყვანა დაობლებული ჩოჩორი, რომელსაც პატრონი სასაკლაოზე წაყვანას უპირებდა
ყველა ადამიანის ცხოვრებაში ოდესღაც იცვლება - ვიღაცისთვის უკეთესობისკენ, ხოლო ვიღაცისთვის უარყოფითად. ამერიკელ სკოლის მოსწავლეს, პეიტონ დანკვორტს ტეხასიდან, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სულ მალე ერთი ციდა ჩოჩორის "დედა" გახდებოდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ მისი მზრუნველობის ობიექტები ერთმანეთისგან განსხვავებული სახეობის ცხოველები არიან, სწორედ ისინი გახდნენ გოგონასთვის შთაგონების წყარო, რის გამოც მან ცხოვრების მიზანი დაისახა.

ჩოჩორმა, სახელად ჯეკიმ, ცხოვრების პირველი დღეებიდან იგრძნო სამყაროს სისასტიკე - პატარა და სუსტი დედამ მიატოვა. ფერმერს ჯეკისთვის არ ეცალა და მან პეიტონს ჰკითხა, უნდოდა თუ არა ცოცხალი სათამაშო.

Zooclub

პეიტონის
ოცნება ცხენის ყიდვა იყო. ფერმერმა არ დააკონკრეტა ხუმრობდა
თუ არა, უბრალოდ პირდაპირ უთხრა გოგონას, რომ თუ ჩოჩორს არ აიყვანდა, სასაკლაოზე ჩააბარებდა.

Zooclub

წარმოიდგინეთ ლეკვი ან კნუტი, მაგრამ მძიმე წონის და ჩლიქებით - სწორედ ასეთია ჯეკი. მას ორ საათში ერთხელ სჭირდება რძით გამოკვება, ხოლო შემდეგ გაკონტროლება, რათა მიღებული ულუფა მოინელოს. ჯეკს ამქვეყნად ყველაფრის ეშინია და ამასთანავე, ყველაფერი აინტერესებს.

Zooclub

Zooclub

ჩოჩორს პატრონის, მეგობარი ძაღლის ან ფუმფულა სათამაშოს გარეშე ძილი არ შეუძლია და რა თქმა უნდა, მას მთელი გულით უყვარს პეიტონი.


Zooclub

გოგონას სკოლის განრიგის შეცვლა მოუწია, რათა სახლში მისვლის შესაძლებლობა ჰქონოდა არა მხოლოდ სადილად, არამედ ჯეკის მოსავლელად. ჩოჩორის მოვლამ გოგონას ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის მსოფლმხედველობაც.

Zooclub

Zooclub

პეიტონს ადრეც უყვარდა ცხოველები, თუმცა, ახლა მყარად გადაწყვიტა თავისი ცხოვრება მათ მზრუნველობას მიუძღვნას. გოგონას სურს, ჩოჩორთან და ძაღლებთან ერთად, თავშესაფრიდან დამატებით კატაც აიყვანოს.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ზოოპარკიდან გადარჩენილი პუმა პატარა ბინაში გათამამებული შინაური კატასავით ცხოვრობს

"გოლიათი ბავშვი": ირლანდიური მგლის მახრჩობელას 10 ფოტო, რომელთა არსებობაც რთულია დავიჯეროთ

10 უსაყვარლესი ჩოჩორი, რომელთა ხილვის შემდეგ, მათი შინაურ ცხოველად აყვანის სურვილი გაგიჩნდებათ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?