5 დღის დაბადებული სელაპი ტალახში ჩავარდა, ის ძროხებმა გადაარჩინეს
5 დღის დაბადებული სელაპი ტალახში ჩავარდა, ის ძროხებმა გადაარჩინეს
არავინ იცის, როგორ მოხვდა პატარა სელაპი მინდორში. ის ტალახში ჩავარდა და ვეღარ ამოდიოდა. 

უსუსური ცხოველი მოკვდებოდა, რომ არა ძროხების დახმარება. ისინი მიუახლოვდნენ სელაპს და დრუნჩებით ცდილობდნენ მისი ტალახიდან ამოყვანას.

Zooclub

ადგილობრივმა ფერმერმა შემთხვევით დაინახა 30-მდე ძროხა, რომლებიც ერთ ადგილზე იყვნენ შეკრებილნი და ინტერესით აკვირდებოდნენ რაღაცას.

მამაკაცი მიუახლოვდა მათ და აღმოაჩინა შეშინებული და ძალაგამოცლილი პატარა სელაპი. 

Zooclub

ფერმერი დაუკავშირდა ადგილობრივ გარეულ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას.

პატარა სელაპი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს. ვეტერინარების თქმით, ცხოველი 5 დღის იყო. ის უჭმელობისგან დასუსტებულიყო და სუნთქვის პრობლემები ჰქონდა.

Zooclub

"დროულად
მივუსწარით. ძალიან დასუსტებული იყო. მკურნალობის შემდგომ მას იმ ადგილზე დავაბრუნებთ, სადაც სელაპები ბინადრობენ."- ამბობს გარეულ
ცხოველთა დაცვის თანამშრომელი.

ასევე იხილეთ:

სხვადასხვა სახეობის ცხოველი, რომლებიც ქალმა გადაარჩინა, საუკეთესო მეგობრები გახდნენ

დედა სპილო 11 საათის განმავლობაში ცდილობდა ჭაში ჩავარდნილი შვილის გადარჩენას

როგორ გადაარჩინა გოგონამ მომაკვდავი კნუტი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?