ერთი ციდა ძაღლი იაგუარს თავს დაესხა (სახალისო ვიდეო)
ქალაქ ტოლუკას (მექსიკა) ზოოპარკში ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა გადაიღო ვიდეო - პატარა მოპსის ჯიშის ძაღლისა და უზარმაზარი იაგუარის დაპირისპირება.

ჩხუბის მსგავს თამაშში, ძაღლი ცდილობს დომინირებას, როდესაც დიდ კატას უღრენს და კბენს. უშიშარი მოპსი თავს არ ანებებს მომთმენ იაგუარს, რომელიც ცდილობს სრული იგნორირება გაუკეთოს შინაურ ცხოველს. მტაცებელი, ძაღლის კბენისას სულ რაღაც ორჯერ შეტრიალდა, რათა თავიდან მოეცილებინა ერთი ციდა "მეომარი" არსება, რომელიც ჩხუბში იწვევდა.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ტოლუკას ზოოპარკის ეს ორი ბინადარი დიდი ხნის მეგობრები არიან. ისინი ერთად მიირთმევენ საკვებს, ერთ გალიაში ცხოვრობენ და ერთად
სძინავთ.

ასევე იხილეთ:

პატარა ჩიხუახუა შეხვდა უზარმაზარ დოგს. რა მოხდა შემდეგ?

უშიშარმა კამეჩმა თავისი ჯოგი ლომის
თავდასხმისგან გადაარჩინა


მანგუსტმა ლომებს აჩვენა, თუ "ვინ" არის ნამდვილი ცხოველთა მეფე
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?