დიდი ფრინველის გამოჩენისას მანგუსტმა თავი მოიმკვდარუნა (სახალისო ვიდეო)
სახალისო ვიდეო, რომელიც ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა, გადაღებულია საფარი-პარკში. კადრებში ასახულია პატარა მანგუსტი, რომელიც ფრინველის გამოჩენისას თავს იმკვდარუნებს.

უჩვეულო სცენას გიდი - ტაილა მაქარდი შეესწრო. მან სიცილი ვერ შეიკავა, თუმცა, სახალისო კადრების ვიდეოზე გადაღება მაინც შეძლო: "მან თავი მოიმკვდარუნა? ეს საოცარი სანახავია", - აღნიშნავს ტაილა.

რამდენიმე წამის შემდეგ მანგუსტი ისევ ოთხ თათზე დადგა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ამოსუნთქვით მიწაზე ზურგით დავარდნილიყო - "ვითომ მოკვდა".

სანამ პატარა ცხოველი მკვდარს განასახიერებდა, გიდი სიცილს ვერ იკავებდა, რის შემდეგაც მან აღნიშნა, რომ მანგუსტის ქცევები მის
ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სახალისო მომენტი იყო.

"სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, თუ მანგუსტები ასე იქცეოდნენ", -
აღნიშნავს საფარი-გიდი.

კადრების ნახვის შემდეგ, ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ პატარა მანგუსტი სასაცილო ქცევებით ცდილობდა ფრინველის ყურადღების მიქცევასა და მასთან თამაშს. ასევე განმარტავდნენ, რომ ცხოველები ხშირად წვებიან ზურგით, რათა თავიანთი თამაში დაიწყონ.

მანგუსტებსა და რქაცხვირასებრ ფრინველებს შორის უნიკალური ურთიერთობაა - ეს ორი არსება ბუნებაში ხშირად ხვდება ერთად და ველურ პირობებში ერთმანეთს გადარჩენაში ეხმარებიან.

რქაცხვირასებრნი თვალს ადევნებენ გაცილებით დიდი ზომის მტაცებლებს, რათა პატარა მანგუსტებს უსაფრთხო ადგილას მისვლაში დაეხმარონ, ხოლო მანგუსები ამ ფრინველებს ეხმარებიან იმ მწერების პოვნაში, რომლებსაც რქაცხვირასებრნი სიამოვნებით მიირთმევენ.

ასევე იხილეთ:

ლეკვმა თავი მოიმკვდარუნა იმისთვის, რომ ვეტერინართან არ წაეყვანათ

მამლის გამოჩენისას ქათამმა თავი მოიმკვდარუნა

ვირთხამ კატისგან თავის გადასარჩენად, წარმოუდგენელი "ილეთი" შეასრულა
Tbilisi
მაგარი ვოდეოა :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?