"გაგვიყოლებ?"- ათამდე შხამიანი გომბეშო პითონის სხეულზე მოკალათდა, რათა უამინდობისაგან თავი დაეღწიათ (+ვიდეო)
ავსტრალიელმა ფერმერმა ვიდეოზე გადაიღო ათამდე გომბეშო აგა, რომლებიც პითონს სატრანსპორტო საშუალებად იყენებდნენ. მათ ასე გადაწყვიტეს, უამინდობისგან თავი ერთობლივად დაეღწიათ. ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ კადრებს არაერთი სახალისო კომენტარი მოჰყვა: "გომბეშო აგას დომინირება..."- წერდნენ სოციალურ ქსელში.

ასეთი რამ მხოლოდ ავსტრალიაში ხდება: 31 დეკემბრის ღამეს, ადგილობრივი ფერმერი თავის ეზოში საინტერესო ფაქტის მომსწრე გახდა.

მამაკაცმა გადაიღო ათობით შხამიანი გომბეშო, რომლებიც 3-მეტრიანი პითონის სხეულზე ისხდნენ. კადრები გადაღებულია ქალაქ კუნუნურაში (ავსტრალიის დასავლეთით).

პითონს მათი შეჭმა არ უცდია. ამასთან დაკავშირებით ადგილობრივმა მცხოვრებმა კომენტარებში ხუმრობით დაწერა: "გველს სხვა არჩევანი არ
ჰქონდა, გარდა იმისა, რომ მავნებლები თავისი ზურგით სხვა ტერიტორიაზე გადაეყვანა".

სინამდვილეში, შხამიანი გომბეშოები იძულებულნი გახდნენ,
თავი ასე გადაერჩინათ. მიზეზი, ადგილობრივ მდინარეში წყლის მატება იყო. შესაძლოა, პითონს ნამდვილად არ ჰქონდა არჩევანის საშუალება და მან გადაწყვიტა, ათამდე აგა ადიდებული მდინარიდან სამშვიდობოს გადაეყვანა.

წყარო: dailymail
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?